პლეიაუტი დასრულდა

პლეიაუტი დასრულდა

 ვაკეში მდებარე საკალათბურთო აკადემიის დარბაზში შედგა
16-წლამდელთა პლეიაუტის ერთი შეხვედრა, სადაც 7-8 ადგილებისთვის ერთმანეთს სამედიცინოსა
და ზაზას გუნდები დაუპირისპირდნენ.

 მატჩი ,,მედიკოსთა“ გამარჯვებით დასრულდა, რომლებმაც
მეტოქეს მეტოქეს დამაჯერებლად, 85:12 სძლიეს. შეხვედრა თავიდანვე თსსუ-ს სასარგებლოდ
წარიმართა. პირველ ტაიმში მოპოვებული უპირატესობა სამედიცინოს ხელიდან აღარ გაუშვია
და მე-7 ადგილზე უპრობლემოდ დამკვიდრდა.

,,ზაზას“ შემადგელობაში 22 ქულით იური ხალათიანი გამოირჩა,
ხოლო 18 ქულითა და 10 მოხსნით ორმაგი დუბლი თორნიკე რაზმაძემ შეასრულა. თსსუ-ს მხრიდან
ყველაზე მეტი 17 ქულა გიორგი დარსალიამ დააგროვა, ხოლო ორმაგი დუბლი ლუკა ზაქრაძის
ანგარიშზეა – 16 ქულა და 10 მოხსნა.  ორმაგ
დუბლამდე ერთდაერთი მოხსნა დააკლდა ნიკოლოზ ლომიძეს, რომელმაც თსსუ-ს 16 ქულა და 9
მოხსნა შესძინა.  

5-6 ადგილები კი  რუსთავისა და ავერსის გუნდებმა გაინაწილეს. რუსთავი
1-მა საკუთარ მოედანზე დიდი სხვაობით, 94:59 დაამარცხა ავერსი 1 და მე-5 ადგილი მოიპოვა.
 მასპინძლებმა თითქმის ყველა კომპონენტში აჯობეს
მეტოქეს და იოლი გამარჯვება მოიპოვეს.  ,,ავერსის“
 შემადგენლობაში ორმაგი დუბლით, 14 ქულითა და
ამდენივე მოხსნით ლუკა მაჩაიძე გამოირჩა, ხოლო ,,ქვემოქართლელთა“ შემადგენლობაში 17-17
ქულა დიმიტრი მეტრეველმა და ნუგზარ ტაბაღუამ მიითვალეს.