“ქუთაისი” ნახევარფინალში უბრძოლველად გავიდა

“ქუთაისი” ნახევარფინალში უბრძოლველად გავიდა

როგორც მოსალოდნელი იყო, „ორბი“ არ ჩავიდა ქუთაისში
და წაგებაც ჩაეთვალა. შესაბამისად, ქუთაისელები ნახევარფინალში
გავიდნენ, „ორბს“ კი, იმის გამო, რომ თამაშზე არ გამოცხადდა, 5–8 ადგილებისთვის
ვეღარ იბრძოლებს

როგორც „ორბის“ მწვრთნელმა განაცხადა, მისმა გუნდმა ქუთაისში ჩასვლა
ფინანსების არარსებობის გამო ვერ მოახერხა. აქვე ისიც გავიხსენოთ, რომ
16–წლამდელთა ჩემპიონატს ასევე უფინანსობის გამო პირველი წრის შემდეგ გამოაკლდა გუნდი
„იმედი“.

მაშ ასე, ერთი ნახევარფინალისტი ცნობილია და ის მოქმედი ჩემპიონი „ქუთაისი“
გახლავთ. იმერლები ალხა მომდევნო მეტოქეს ელოდებიან, რომელიც დღეს, თბილისის სპორტის
სასახლეში გამოვლინდება „ვერესა“ და „ზაზას“ მატჩში. სპორტის სასახლეშივე
გაიმართება კიდევ ერთი მეოთხედფინალი: „აკადემია“ – „მართვე“. რაც შეეხება მეოთხე
წყვილის მატჩს (ბათუმი – რუსთავი), იგი გადაიდო დ ამისი გამართვის თარიღი მალე
გამოცხადდება.