16-წლამდელთა  ჩემპიონატის მორიგი  ტურის  შეხვედრა
გაიმართა ქუთაისში. ქუთათურებმა  ,,სამედიცინოს”
უმასპინძლეს და მეტოქე  73:51 დაამარცხეს.
 გამარჯვებულთა რიგებში ორმაგი დუბლი ერთბასად სამმა
კალათბურთელმა მიითვალა – ირაკლი მაცაბერიძემ(17ქ.10მ), დათო ქარციძემ(14ქ.14მ)  და გიორგი 
გუმბერიძემ(16ქ.10მ).   თსსუ-ს მხრიდან
კი საუკეთესო 13  ქულით  სანდრო მოსიძე იყო. 
 ,,ბათუმმა“
,,დინამოს“ უმაპინძლა და მეტოქე დიდი ანგარიშით 111: 43 დაამარცხა.  მასპინძელთა რიგებში ორმაგი დუბლი ერთბაშად სამმა
კალათბურთელა მიითვალა – ირაკლი იმერიძემ(33ქ.12მ), ნიკა კოკობინაძემ(18ქ. 11მ) და
თემურ ზაქარაძემ(18ქ.14მ) 
 ,,დინამოს“
შემადგენლობაში კი 8 ქულა ილია პატრაიამ , ნიკა საგიანმა, დათო მაჭარაძემ და თენგო
ხუციშვილმა მოაგროვეს.   
 ხვალ ბათუმში
კიდევ ერთი მატჩი გაიმართება. ,,ზღვისპირელები“ შინ ,,მარნეულს“ მიიღებენ.