სტატისტიკა
16-წლამდელთა
ჩემპიონატის ნახევარფინალურ სერიაში ქუთაისმა აკადემიას ზედიზედ მეორე მატჩი მოუგო
და სერიაში ანგარიში გაუთანაბრა – 2:2.
მეოთხე ნახევარფინალურ
შეხვედრას დღესაც ქუთაისმა უმასპინძლა. თამაში საკმაოდ საინტერესოდ და დაძაბულად წარიმართა.
უმეტესად აკადემიელები ლიდერობდნენ, თუმცა მასპინძლები მეტოქეს სერიოზული უპირატეობის
მოპოვების საშუალებას არ აძლევდნენ. ბოლო პერიოდის წინ სტუმრები 9 ქულით დაწინაურდნენ,
თუმცა ქუთაისლებმა მოახერხეს სხაობის შემცირება და დაწინაურებაც. აკადემიელებს ბოლო
წუთებზე ლიდერობის დაბრუნების შანსი ჰქონდათ, თუმცა მნიშვნელოვანი სროლები ვერ გამოიყენეს,
საბოლოოდ, ქუთაისმა 63:60 იმარჯვა და ფინალში გამსველელი გუნდის ვინაობას მე-5, გადამწყვეტი
მატჩი გამოავლენს, რომელსაც თბილისი უმასპინძლებს.
ქუთაისლებს
20 ქულა-14 მოხსნით მურად მერკვილაძემ ულიდერა, ორმაგი დუბლი შეასრულა ლადო ფურცხვანიძემაც
– 15ქულა, 16მოხსნა, ანრი რუხაძემ კი გუნდს 9 ქულა და 8 მოხსნა შესძინა.
აკადემიელთა რიგებში
22 ქულით დავით აფხაზავა გამოირჩა, 12 ქულა დაგროვდა ლუკა ბულაშვილის ანგარიშზე, ნიკა
ლეონიძემ კი შეხვედრა 11 ქულით დაასრულა.
მატჩისშემდგომი კომენტარები
შოთა ჯავახიშვილი(,,ქუთაისის’’ მთავარი მწვრთნელი):
მინდა დიდი მადლობა გადავუხადო ,,აკადემიის’’
მთლიან კოლექტივს, არაჩვეულებრივი პიროვნებები და კალათბურთელებია არიან. ძალიან ძლიერი
და მაღალი დონის შეხვედრა გამოვიდა, ასეთი დაძაბული მატჩი ნებისმიერ ფინალურ სერიას
დაამშვენებმდა. ორივე გუნდმა კარგად იასპარეზა, თუმცა ჩვენ დღეს მოწოდების სიმაღლეზე
ვიდექით და სასურველ შედეგს მივაღწიეთ. სერია გავათანაბრეთ და ახლა ყველაფერი თბილისში
გადაწყდება.
გია კაზანჯიანი(,,აკადემიის’’ მთავარი მწვრთნელი):
მივულოცავ ,,ქუთაისს’’ გამარჯვებას. გუშინდელმა თამაშმა ძალიან გადაგვღალა და ბოლო
პერიოდში ძალები აღარ გვეყო.