ქუთაისმა ,,კარდინალებთან” იმარჯვა

ქუთაისმა ,,კარდინალებთან” იმარჯვა

16-წლამდელთა ჩემპიონატის მორიგი ტურის კიდევ ერთი მატჩი
დღეს  ქუთაისში შედგა, სადაც ადგილობრივმა ,,ქუთაისმა”
,,კარდინალი -ორბი 2”-ის გუნდი დიდი ანგარიშით, 83:47 დაამარცხა.

მასპინძლები მთელი
თამაშის განმავლობაში ფლობდნენ უპირატესობას, რაც შეხვედრის ბოლომდე შეინარჩუნეს და
მეტოქე უშანსოდ დაამარცხეს.

ქუთაისელთა შემადგენლობაში ორმაგი დუბლი ერთბაშად ორმა
მოთამაშემ მიითვალა: ირაკლი მაცაბებერიძის ანგარიშზე  20 ქულა , 10 მოხსნა და 6 შედეგიანი გადაცემაა,
ხოლო დიმა ინანეიშვილმა 11 ქულა და 13 მოხსნა დააგროვა.

რაც შეეხება კარდინალი ორბი2-ის გუნდს, მის შემადგენლობაში
ლაშა ვეკუა გამოირჩა, რომელმაც საკუთარ გუნდს 16 ქულა შესძინა.