ქუთაისმა კარდინალი ოვერტაიმში დაამარცხა და სერიაში დაწინაურდა

ქუთაისმა კარდინალი ოვერტაიმში დაამარცხა და სერიაში დაწინაურდა

 16-წლამდელთა ნახევარფინალური მატჩში ქუთაისში გაიმართა,
სადაც ფინალური საგზურისთვის ერთმანეთს ადგილობრივი ,,ქუთაისი“ და ,,კარდინალი“ დაუპირისპირდნენ.

შეხვედრის ძირითადი დრო ფრედ 86:86 დასრულდა  და მატჩი დამატებით დროში გადავიდა, სადაც საბოლოოდ მასპინძლებმა იმარჯვეს –
100:97. პირველი ტაიმი სტუმართა სასარგებლოდ წარიმართა,
რომლებიც საწყისს ათწუთეულში 27:16 დაწინაურდნენ, ხოლო მეორე პერიოდის ბოლოს სოლიდური ანგარიშით,
46:30 გავიდნენ წინ.  მესამე მეოთხედში ქუთაისელებმა
თამაშში მნიშვნელოვანი გარდატეხა შეიტანეს და აღნიშნული პერიოდის მიწურულს 3-ქულიანი
უპირატესობა მოიპოვეს – 66:63. გადამწყვეტ დასკვნით მეოთხედიში მასპინძლებმა მოპოვებული
უპირატესობა კიდევ უფრო გაზარდეს და ანგარიშში 10-ქულიანი სხვაობა დააფიქსირეს –
71:61.  მიუხედავად ამისა, ,,კარდინალმა“ შეძლო
 მობილიზება და შეხვედრის ძირითადი დროის დასრულებამდე
2:45 წუთით ადრე საყაიმო ანგარიში დააფიქსირა – 82:82.  ამის შემდეგ თამაში ქულა-ქულაში წავიდა და გამარჯვებულთა ვინაობაც გაურკვეველი დარჩა. მატჩი ფრედ (86:86) დასრულდა და შეხვედრა დამატებითი
დროში გადავიდა, რომლის საწყისი წუთებიც კვლავ გუნდების გარდამავალი უპირატესობით წარიმართა. ,,ოვერტაიმის“
მე-3 წუთზე ქუთაისელები 6 ქულით დაწინაურდნენ 
(96:90) და ამის  შემდეგ მოწინააღმდეგეს
 წინ გასვლის საშუალება აღარ მისცეს.  მდევრის როლში მყოფმა ,,კარდინალმა“ წინ გასვლა
ვეღარ მოახერხა და ნახევარფინალურ სერიაში მეტოქეს 0:1 ჩამორჩა.  

,,ქუთაისის“ შემადგენლობაში ორმაგი დუბლი ერთნაბად ორმა
მოთამაშემ შეასრულა. ირაკლი მაცაბერიძემ 36 ქულა და 17 მოხსნა დააგროვა, ხოლო დავით
მაჭარაძის ანგარიშზე 13 ქულა და 11 მოხსნაა. ,,კარდინალის“ მხრიდან 29 ქულით თავი ლევან
გოგალაძემ გამოიჩინა, ხოლო 21 ქულითა და 18 მოხსნით ორმაგი დუბლი დიმიტრი ბობილევმა
მიითვალა.  

 შეგახსენებთ,
რომ ნახევარფინალური სერია ორ მოგებამდე გრძელდება. 16-წლამდელთა კიდევ ერთი ნახევარფინალური
შეხვედრა ,,სოხუმსა“ და აკადემიას შორის 21 აპრილს 18:00 საათზე გაიმართება. ხოლო სერიის
განმეორებითი მატჩები, (კარდინალი – ქუთაისი; აკადემია – სოხუმი)  26 აპრილსაა დაგეგმილი.