16–წლამდელთა მორიგი ტურის მატჩები საინტერესო
გამოდგა. დღის პირველ შეხვედრაში ერთმანეთს ,,ავერსი“ და ,,დინამო“
დაუპირისპირდნენ.
ხათუნა გაბედავას
შეგირდებმა
თავიდანვე სოლიდური უპირატესობა მოიპოვეს და საბოლოოდ იოლად, 75:44
იმარჯვეს დინამოელებთან.
გამარჯვებულთა რიგებში ორმაგი დუბლი შეასრულეს
ალექსანდრე ბაქრაძემ(14ქ. 14მ) და ლუკა ოსკოპელმა(14ქ. 12მ). დინამოელთა შორის კი
12 ქულითა და 4 მოხსნით თენგიზ ხუციშვილი გახლდათ საუკეთესო.თელავისა და
მარნეულის შეხვედრის პირველი ტაიმი დაძაბულად მიმდინარეობდა, თუმცა მესამე
მეოთხედში თელავი 10 ქულიან ფორას გავიდა და ეს უპირატესობა თამაშის ბოლომდე
შეინარჩუნა. მარნეული ცდილობდა სხვაობა
შეემცრებინა და მეტოქეს დაწეულიყო, მაგრამ მასპინძლება ამის საშულება არ
მისცეს და მეოთხე პერიოდში უკვე საბოლოოდ გაირკვა მოგებულის ვინაობა.თელაველებიდან 18 ქულითა და 17 მოხსნით საუკეთესო ოთარ
ამონაშვილი გახდა, ხოლო მარნეულიდან 20 ქულით ირაკლი ჯანხოტელი გამოირჩა.
ძალიან დაძაბული აღმოჩნდა თსსუ–სა და ქუთაისის
შეხვედრა. მატჩის ძირითადი დრო 65:65
დასრულდა და თამაში ოვერტაიმში გადავიდა. დამატებით დროში კი ქუთაისმა აშკარა
უპირატესობა მოიპოვა და მატჩი მოგებით დაასრულა – 82:69.ახალგაზრდა ,,მედიკოსებიდან” 19 ქულა მოაგროვა ლუკა
ზაქრაძემ, ხოლო ქუთაისელებიდან ორმაგი დუბლი შეასრულა ირაკლი მაცაბერიძემ.
რაც შეეხება აგრარული ფოთის შეხვედრას, ამ მატჩის
გამარჯვებული გუნდი პირველივე მეოთხედში გამოვლინდა. მასპინძლებმა სტუმრები დიდი
სხვაობით დაამარცხეს – 67:35. საუ-ს მხრიდან
25 ქულა მოაგროვა ბექა წილოსანმა, ორმაგი დუბლი შეასრულა ბადრი ჩიხვარიამ(11ქ.14მ),
ხოლო დამარცხებულთაგან ორმაგი დუბლით სოსო ჯღარკავა გახდა საუკეთესო (21ქ.16მ).
კიდევ ერთი
შეხვედრა გაიმართა რუსთავში, სადაც რუსთავი2-მა აკადემიას უმასპინძლა. პირველ
ტაიმში გუნდებს შორის თანაბარი ბრძოლა მიმდინარეობდა, თუმცა მესამე მეოთხედიდან
აკადემიამ იძალა და მეტოქე სოლიდური სხვაობით დაამარცხა – 84:51.მასპინძელთა
მხრიდან საუკეთესო 16 ქულით გიორგი ბაქრაძე აღმოჩნდა. აკადემიიდან 27 ქულით ნიკა ამირხანაშვილი
გამოირჩა, ხოლო ორმაგი დუბლის ავტორები ნიკა ცქიტიშვილი (11ქ. 23მ) და ბექა
დარახველიძე(22ქ. 11მ) გახდნენ.