16-წლამდელთა ჩემპიონატის ორი მატჩი დღეს ბათუმსა და ქუთაისში
გაიმართა. ბათუმში ადგილობრივმა ბათუმმა ლომებს უმასპინძლა და მეტოქე 55:49 დაამარცხა.
შეხვედრის პირველი ნახევარი საინტერესოდ წარიმართა. პირველი ტაიმი ფრედ 19:19 დასრულდა, თუმცა დიდი შესვენების შემდეგი ,,ზღვისპირელები“
აქტიურად ათამაშდნენ და მესამე მეოთხედის შემდეგ წინ 5 ქულის სხვაობით, 39:34 გავიდნენ.
გადამწყვეტ, დასკვნით პერიოდში მატჩზე მობილიზება მასპინძლებმა მოახერხეს და შეხვედრა
გამარჯვებით დაასრულეს.
ბათუმელებს 22 ქულით ლევან ბაბილოძემ ულიდერა, ხოლო
,,ლომების“ შემადგენლობაში ორმაგი დუბლი ბექა ბექაურმა (18 ქულა, 13 მოხსნა) და თემურ ზედგენიძემ (14 ქულა, 16 მოხსნა) მიითვალეს.
რაც შეეხება ქუთაისისა
და მართვე 1-ის დაპირიპირებას, შეხვედრა მაპინძელთა
გამარჯვებით 112:58 დასრულდა. ქუთაისის გუნდში 23 ქულით ლადო ფურცხვანიძე გამოირჩა,
ხოლო ორმაგი დუბლი ერთბაშად სამმა მოთამაშემ მიითვალა: საბა გაგოშიძემ (21 ქულა 19
მოხსნა), იოანე გუბაევმა (19 ქულა, 11 პასი) და მურად მერკვილაძემ (10 ქულა, 13 მოხსნა).
10-ქულიან ზღვარს კიდევ ორი მოთამაშე – ნიკა ბერეკაშვილი (13 ქულა) და თორნიკე შარვაშიძე
(14 ქულა) გადასცდა.
მართვე1-ის მხრიდან
საუკეთესო ორმაგი დუბლით გიორგი ჯგუშია იყო (19 ქულა, 16 მოხსნა), ხოლო 15 ქულა ნიკო
ჭიჭვეიშვილის ანგარიშზეა.