ქუთიასმა სერიაში სხვაობა შეამცირა (მატჩისშემდგომი კომენტარები)

ქუთიასმა სერიაში სხვაობა შეამცირა (მატჩისშემდგომი კომენტარები)

სტატისტიკა 

16-წლამდელთა
ნახევარფინალის ერთ შეხვედრას დღეს ქუთაისმა უმასპინძლა, სადაც სათამაშოდ ,,აკადემია’’
ჩავიდა. ნახევარფინალურ სერიაში აკადემია 2:0 ლიდერობდა და მოგების შემთხვევაში, ფინალის
საგზურს მოიპოვებდა, თუმცა ქუთაისლებმა ყველაფერი გააკეთეს წარმატებისთვის და თბილისური
გუნდი დაძაბულ ბრძოლაში 66:59 დაამარცხეს.

მასპინძელთა რიგებში
საუკეთესო ლადო ფურცხვანიძე იყო, რომელმაც 21ქულა-17 მოხსნით ორმაგი დუბლი შეასრულა,
15 ქულა და 7 მოხსნა დაგროვდა ანრი რუხაძის ანგარიშზე.

,,აკადემიელებს’’
21 ქულით დავით აფხაზავამ ულიდერა, სანდრო მამუკელაშვილმა კი გუნდს 11 ქულა შესძინა.

სერიაში ანგარიში
2:1 გახდა, ამ გუნდების მე-4 შეხვედრა ხვალ ქუთაისში 15:00 საათზე გაიმართება.

მატჩისშემდგომი კომენტარები

შოთა ჯავახიშვილი(,,ქუთაისის’’ მთავარი მწვრთნელი):
ძალიან რთული თამაში იყო. დიდი სურვილი გვქონდა ეს თამაში მოგვეგო და ამისთვის ყველაფერი
გავაკეთეთ, ბიჭებმა ძალიან კარგად ითამაშეს და რა მიზანიც გვქონდა, შევასრულეთ.  ,,აკადემია’’ ძალიან ძლიერი მეტოქეა, სერიოზული წინააღმდეგობა
გაგვიწია და ორივე ვიმსახურებდით მოგებას, თუმცა დღეს ჩვენ უფრო გაგვიმართლა.

გია კაზანჯიანი (აკადემიის მთავარი მწვრთნელი):
დაძაბული თამაში იყო, ისეთი როგორიც ნახევარფინალს შეეფერება. გადამწყვეტ მომენტში
„ქუთაისი“ უფრო მობილიზებული აღმოჩნდა და გამარჯვებაც მას დარჩა. რაც შეგვეხება ჩვენ,
ტრავმის გამო ორი წამყვანი მოთამაშე არ გვყავდა. ლუკა  ბულაშვილი საერთოდ არ მონაწილეობდა დღევანდელ მატჩში,
ხოლო დღეს საბა აკობიაც გამოგვაკლდა.