რუსთაველები სათავეში განლაგდნენ

რუსთაველები სათავეში განლაგდნენ

16-წლამდელთა ჩემპიონატს ერთპიროვნული ლიდერი გამოუჩნდა. რუსთავის
პირველი გუინდი, რომელიც პირველ ჯგუფში ასპარეზობს, დღეს შინაურ კედლებში „ნიკეა“
გაანადგურა და ერთადერთი გუნდია, რომელსაც 4 გამარჯვება აქვს.

ირაკლი მებურიშვილისა და დავით მაჭავარიანის გაწვრთნილმა რუსთაველებმა
მიმდინარე ჩემპიონატში მე–4 გამარჯვება ისე მიითვალეს, რომ ჯერ წაგების გემო არ
იციან. დღევანდელ შეხვედრაში რუსთველებს საერთიოდ არ გასჭირვებიათ. მასპინძლებმა პირველივე
მეოთხედში გაარკვიეს გამარჯვებულის ვინაობა, 
როცა საწყისი ათწუთეული 31:3 მოიგეს. მეორე მეოთხედიც სოლიდურად მოიგეს
ქვემოქართლელებმა – 27:12 და მატჩს აზრი დაეკარგა.

საბოლოოდ „რუსთავი 1“-მა 54 ქულის სხვაობით – 101:47 მოიგო და
პირველ ჯგუფში ერთპიროვნულად გალიდერდა. რუსთაველთაგან თავი გიორგი დვალმა
გამოიჩინა 21 ქულით, 19 ქულა ჰქონდა თორნიკე ხატიაშვილს, ხოლო 17 – ერეკლე
ლორთქიფანიძეს. წაგებულთაგან კი ვოვა ბულიგინი უნდა გამოვარჩიოთ, რომელმაც ორმაგი
დუბლი შეასრულა – 11 ქულა და 16 მოხსნა.

 ამავე ჯგუფში წაუგებლად
ასპარეზობს და 3 მოგება აქვს აგრარული უნივერსიტეტის გუნდს.