რუსთავი ფინალში გავიდა

რუსთავი ფინალში გავიდა

16-წლამდელთა ჩემპიონატის ნახევარფინალური  სერიის განმეორებითი მატჩი, რომელიც რუსთავში გაიმართა,
მასპინძელთა გამარჯვებით დასრულდა. რუსთაველებმა 
,,ზაზა”

იოლად, 80:51დაამარცხეს, სერიაში 2:1 იმარჯვეს და ფინალური საგზური
მოიპოვეს.

 ,,რუსთავის” შემადგენლობაში 23 ქულით საუკეთესო გიორგი
დვალი იყო, ხოლო ორმაგი დუბლი ერთბაშად ორმა კალათბურთელმა მიითვალა: თორნიკე ქიტოშვილმა
(12ქ.10პ)  და შოთა ნარჩომაშვილმა (16ქ.13მ).
,,ზაზას” რიგებში კი 16 ქულით ლევან გორდულაძე გამოირჩა.

 ფინალური შეხვედრის პრველი მატჩი, სადაც ერთმანეთს
,,აკადემია” და ,,რუსთავი” დაუპირისპირდებიან, 30 ივნისს საკალათბურთო აკადემიის დარბაზში,
14 საათზე შედგება.