რუსთავი1 და ბათუმი წაუგებლად ლიდერობენ

რუსთავი1  და ბათუმი წაუგებლად ლიდერობენ

საინტერესო
გამოდგა 16-წლამდელთა მორიგი ტურის შეხვედრები, რომელთაგან ნაწილი ,,დინამოს” საწვრთნელ
ბაზაზე გაიმართა, ნაწილი კი  რეგიონებში. ბათუმში დაწყებული ტური რუსთავში

გაგრძელდა, სადაც
რუსთავი2  ,,ორბს” დაუპირისპირდა და მეტოქე
79:61 დაამარცხა.შეხვედრა საინტერესოდ წარიმართა, მატჩი მასპინძელთა უპირატესობით
დაიწყო, მეორე მეოთხედში ,,ორბმა” მოახერხა მეტოქის დაწევა და  პირველი ტაიმი 5 ქულის სხვაობით დათმო მასპინძლებთან.
მეორე ტაიმში კი რუსთაველებმა მეტოქეს შანსი არ დაუტოვეს და შეხვედრა  დამაჯერებლად 79:61 დაამარცხეს. მასპინძელთაგან
19 ქულით დიმიტრი ჩიჩუა გამოირჩა. ორმაგი დუბლი მიითვალეს არჩილ გვალაძემ(15ქ.11მ)
და ნუგზარ ტაბაღუამ(13ქ.11მ).  ,,ორბის ” მხრიდან
კი ორმაგი დუბლის ავტორები თემურ ზაქარაძე(16ქ.19მ), გიორგი გუგეშაშვილი(16ქ.14მ) და
დიმა ბობილევი(13ქ.20მ) გახდნენ. ,,რუსთავი1-მა ”კი ,,აკადემია2-ს” უმასპინძლა და სტუმრები
დიდი  ანგარიშით 125:50 დაამარცხა.   რუსთავის გუნდიდან  39 ქულით მატჩის ბომბარდირი თორნიკე ხატიაშვილი
გახდა,  სამმაგი დუბლის ავტორი გახდა თორნიკე  ქიტოშვილი, რომელმაც 12  ქულა, 15 მოხსნა და 10 ჩაჭრა მიითვალა. აკადემიელთაგან
კი 24 ქულა სოსო მაჭავარიანის ანგარიშზეა. შაბათს 4  შეხვედრა გაიმართა ,,დინამოს” ბაზაზე. დღის პირველ
შეხვედრაში ერთმანეთს  ,,თსსუ” ,,ჰიუნდაის”
დაუპირისპირდა, თუმცა მეტოქესთან ვერაფერი გააწყო და 48:64 დამარცხდა. ახალგაზრდა
,,მედიკოსებიდან” ორმაგი დუბლით საუკეთესო ნუგზარ ლომიძე გახლადათ, ხოლო გამარჯვებულებს
ასევე ორმაგი დუბლით, 24 ქულითა და 17 მოხსნით სანდრო ბოლქვაძემ ულიდერა. ,,საბურთალო161-სა”
და ,,ქუთაისის” შეხვედრა სტუმრების გამარჯვებით 45:38 დასრულდა. მასპინძელთაგან 14
ქულით საუკეთესო სოლომონ ბეგაშვილი გახლდათ, ხოლო გამარჯვებულთაგან ორმაგი დუბლი ირაკლი
მაცაბერიძემ(14ქ.10მ) და დავით ქარციძემ(15ქ.11მ) შეასრულეს. ,,თელავი” ,,დინამოს’
შეხვედრა თელავის გამარჯვებით, ანგარიშით 64:43 დასრულდა. გამარჯვებულთა რიგებში ორმაგი
დუბლი ოთარ ამონაშვილმა(21ქ. 21მ) და რევაზ ხაჩიძემ(18ქ.12მ) შეასრულეს, ხოლო ,დინამოდან”
10 ქულით თენგო ხუციშვილი გამოირჩა. დღის ბოლო შეხვედრაში ერთმანეთს  ,,აკადემია1” და ,,მარნეული” დაუპირისპირდნენ, აკადემიელებმა
მატჩი ძალიან იოლად -72:26 მოიგეს. გელა წულაძის შეგირდთაგან 16 ქულა ბექა დარახველიძის
ანგარიშზეა, ხოლო ორმაგი დუბლი -11ქულა, 10 მოხსნა ნიკა ცქიტიშვილის ანგარიშზეა. ,,მარნეულიდან”
კი 7 ქულა ჯაბა მოხევიშვილმა მოაგროვა. რუსთავში გაიმართა ორი შეხვედრა, პირველ შეხვედრაში
,,რუსთავი1”  ,,საუ-ს”  დაუხვდა და მეტოქეს 68:61 სძლია. მასპინძელთაგან
23 ქულით თორნიკე ქიტოშვილი გამოირჩა, ხოლო ,,საუ-ს” მხრიდან ორმაგი დუბლი ბადრი ჭიხვარიამ21ქ.12ქ)
და ბექა წილოსანმა(11ქ.12მ) შეასრულეს. რაც შეეხება მეორე შეხვედრას, ,,რუსთავი2-მა”
 ,,ბათუმს” უმასპინძლა და მეტოქესთან 79:95
დათმო შეხვედრა. მასპინძელთაგან 23 ქულით დავით ბარამიძე გახდათ საუკეთესო, ხოლო ბათუმიდან
ორმაგი   დუბლი ერთბაშად სამმა მოთამაშემ შეასრულა
– ირაკლი ემირიძემ(28ქ.10მ), მურად  ბაკურაძემ(19ქ.
17მ) და ნიკოლოზ კოკობინაძემ(18ქ.11მ). აგრეთვე აღსანიშნავია ბათუმელი სულხან მელუას
სამმაგი დუბლი – 19 ქულა, 10 მოხსნა და ამდენივე შედეგიანი გადაცემა. ტურის ბოლო შეხვედრა
ფოთში გაიმართა, სადაც ფოთმა ,,თსსუ” მიიღო და მეტოქე იოლად 68:54 დაამარცხა. მასპინძლებს
ორმაგი დუბლით, 27 ქულითა და 21 მოხსნით გოდერძი ფაციამ ულიდერა, სამედიცინოს რიგებში
20 ქულა გიორგი რაზმაძემ მიითვალა, ხოლო ორმაგი დუბლი ლუკა ზაქრაძემ შეასრულა(12ქ.11მ).