რუსთავის, აკადემიისა და შსს-ს გამარჯვებები

რუსთავის, აკადემიისა და შსს-ს გამარჯვებები

 ვაკეში მდებარე საკალათბურთო აკადემიის დარბაზმა
16-წლამდელთა ჩემპიონატის მორიგი ტურის შეხვედრებს უმასპინძლა.

თსსუ-მ შინ რუსთავი2
მიიღო და დაძაბულ ბრძოლაში მინიმალური სხვაობით, 49:50 დამარცხდა.
მატჩის საწყისი  წუთები სამედიცინოს სასარგებლოდ წარიმართა, რომელმაც
მოოპვებული უპირატესობა ტაიმის ბოლომდე შეინარჩუნა და მატჩის პირველ ნახევარში 28:22
იმარჯვა, მესამე მეოთხედის ბოლოს კი 42:33 დაწინაურდა. სულ  სხვაგავარი გამოდგა დსაკვნითი პერიოდი, რომელიც
რუსთაველთა სრული უპირატესობით წარიმართა. ,,რუსთავმა“ შეხვედრის დასრულებმადე
2.03 წუთით ადრე საყაიმო ანაგარიში დააფიქსირა – 48:48, ხოლო შემდეგ  50:49 გავიდა წინ. დარჩენილ 53 წამში ,,მედიკოსებმა“
მეტოქესთან ვეღარაფერი გააწყეს და შეხვედრა 1 ქულის სხვაობით დათმეს.

 გამარჯვებულთა
შემადგენლობაში საუკეთესო ირაკლი წიქარიშვილი აღმოჩნდა, რომელმაც 17 ქულითა და 18 მოხსნით
ორმაგი დუბლი მიითვალა, ხოლოლო თსსუ- მხრიდან 16 ქულით თავი გიორგი დარსალიამ გამოიჩინა.
ორმაგი დუბლი შეასრულა ნიკოლოზ ლომიძემ, რომლის ანაგარიშზეც 15 ქულა და 12 მოხსნაა.

 კარდინალი 2-სა და აკადემიის დაპირისპირება აკადემიელთა
მოგებით დასრულდა, რომლებმაც მეტოქეს ყველა კომპონენტში აჯობეს და მატჩში დიდი სხვაობით,
88:41 იმარჯვეს. ,,კარდინალს“ 11 ქულას სოსო ტურაშვილმა შესძინა, ხოლო აკადემიას
17 ქულით რატი ნონიკაშვილმა ულიდერა.
,,დინამოს ბაზაზე” შედგა შსს აკადემიისა და ავერსი 1-ის  შეხვედრა, სადაც აკადემიელებმა 76:67 იმარჯვეს.  შეხვედრის  პირველ ნახევარში მოპოვებული უპირატესობა შსს-ს  მთელი თამაშის განმავლობაში შეინარჩუნა  და მატჩში დამაჯერებლად იმარჯვა.
შსს-ს შემადგენლობაში 18-18 ქულა სოლომონ როსტიაშვილისა და ვილი ისიანის ანგარიშზეა, ამ უკანასკნელმა კი ამდენივე მოხსნაც მიითვალა და ორმაგი დუბლის ავტორი გახდა. ორმაგი დუბლი შეასრულა აგრეთვე ლუკა გიორგაძემ, რომელმაც 15 ქულა და 12 მოხსნა დააგროვა. ,,ავერსის” მხრიდან ორმაგი დუბლით თავი ნოდარ სანაიამ გამოიჩინა, რომელმაც 28 ქულა და 17 მოხსნა მიითვალა.