16-წლამდელთა მორიგი ტურის შეხვედრები გაიმართა რუსთავსა და ბათუმში. პირველ შეხვედრაში ,,რუსთავი2-მა“ ,,ავერსს“ უმასპინძლა და მეტოქე 84:65 დაამარცხა.
გამარჯვებულთა
რიგებში საუეკთესო 19 ქულით ნუგზარ ტაბაღუა იყო, ხოლო 18 ქულითა და 12 მოხსნით ორმაგი დუბლი, დათო ბარამიძემ
შეასრულა. ავერსის შემადგენლობაში 19 ქულით გიორგი ჩონიაშვილი გამოირჩა, ხოლო ორმაგი
დუბლი – 19 ქულა და 16 მოხსნა ლუკა ოსკოპელის
ანგარიშზეა. ტურის მეორე შეხვედრაში
,,რუსთავი 2“ სტუმრად ,,ბათუმს“ ეწვია მეტოქესთან
67:84 დამარცხდა. ბათუმელთა შემადგენლობაში ორმაგი დუბლი ერთბაშად სამმა კალათბურთელმა
შეასრულა: მურად ბაკურაძემ(25 ქ.13მ), ნიკა კოკობინაძემ(20ქ. 21მ) და თემურ ზაქარაძემ(16ქ.14მ).
რუსთავის მხრიდან 25 ქულით საუკეთესო ნუგზარ
ტაბაღუა გახლდათ, ორმაგი დუბლი კი დათო ბარამიძემ მიითვალა -13 ქულა, 14 მოხსნა.