გუშინ ფოთში დაწყებული 16-წლამდელთა ჩემპიონატისმე-5
ტური დღეს რუსთავში გაგრძელდა, სადაც ,,რუსთავი 1”-მა საკუთარ მოედანზე დებიუტანტი
AXE მიიღო და მეტოქე დიდი ანგარიშით,
99:50 დაამარცხა.
რუსთაველებმა ყველა კომპონენტში აჯობეს მეტოქეს და იოლად იმარჯვეს.
დებიუტანტთა რიგებში ორმაგი დუბლი დავით ქავთარაძის ანგარიშზეა – 17 ქულა და 12 მოხსნა,
ხოლო ,,რუსთავი1”-ის შემადგენლობაში ორმაგი დუბლი ერთბაშად ორმა მოთამაშემ მიითვალა
– გიორგი გიგაურმა(16ქ.10მ) და დავით ბარამიძემ(13ქ.10მ).
მარცხი განიცადა
,,რუსთავი 2”-მა, რომელმაც შინ ,,ქუთაისი” მიიღო და 57:65 დათმო შეხვედრა. მატჩი გუნდების
გარდამავალი უპირატესობით დაიწყო, მაგრამ მეორე პერიოდიდან იმერლები გააქტიურდნენ და
ქვემოქართლელებს წინ გასვლის შანსი აღარ დაუტოვეს. მასპინძელთა მხრიდან საუკეთესო გიგი
გოგობერიშვილი იყო, რომელმაც 21 ქულა მიითვალა, ხოლო 13 ქულითა და 14 მოხსნით ორმაგი
დუბლი თორნიკე ალავერდაშვილმა შეასრულა. ქუთაისელებს ულიდერა ირაკლი მაცაბერიძემ, რომელიც
ორმაგი დუბლის ავტორი გახდა – 19 ქულა და 11 მოხსნა.
შეგახსენებთ,
რომ 16-წლამდელთა მე-5 ტური კვირას, 4 დეკემბერს ,,აკადემიის” დარბაზში დასრულდება.