დასრულდა 16-წლამდელთა ჩემპიონატი მორიგი ტურის ორი
მატჩი, რომელიც რუსთავსა და ქუთაისში გაიმართა.
რუსთავი1-მა საკუთარ მოედანზე ავერსი2 მიიღო და მეტოქე
132:34 გაანადგურა.
მასპინძლებმა ყველა კომპონენტში აჯობეს მეტოქეს და იოლი გამარჯვება
გაიფორმეს. აღსანიშნავია, რომ ქვემოქართლელთა
შემადგენლობაში ორმაგი დუბლით თავი ერთბაშად ოთხმა მოთამაშემ გამოიჩინა. დავით ბარამიძემ
26 ქულა და 17 მოხსნა დააგროვა, გიორგი გიგაურმა – 16ქულა, 13 მოხსნა, 8 ჩაჭრა, დიმიტრი
ჩიჩუამ – 17 ქულა, 13 შედეგიანი გადაცემა, ხოლო არჩილ ღვალაძის ანგარიშზე 19 ქულა და
11 მოხსნაა.
ავერსის გუნდში გამოირჩა ზაზა აკობიძე, რომელმაც საკუთარ
გუნდს ყველაზე მეტი 9 ქულა შესძინა.
საინტერესო
გამოდგა ,,ქუთაისისა“ და ,,აკადემიის“ დაპირისპირება, რომელიც მასპინძელთა 3-ქულიანი
უპირატესობით, 60:57 დასრულდა. შეხვედრის საწყისი
ათწუთეული ,,ქუთაისის“ სასარგებლოდ წარიმართა, თუმცა მეორე მეოთხედში აკადემიელები
გააქტიურდნენ და დიდი შესვენებისთვის მეტოქეს 2 ქულით გაასწრეს – 38:26.
მესამე პერიოდში
,,ქუთაისმა“ არ დაუთმო მეტოქეს, შეძლო თამაშზე მობილიზება და 46:29 დაწინაურდა. დასკვნით
მეოთხედში სტუმრებმა ქუთაისს ვეღარ აჯობეს
და მარცხი განიცადეს.
,, ქუთაისს“ ულიდერა ირაკლი მაცაბერიძემ, რომელმაც
35 ქულა, 9 მოხსნა დააგროვა და მატჩის ბომბარდირი გახდა, ხოლო ,,აკადემიის“ შემადგენლობაში
ორმაგი დუბლით თავი რატი ნონიკაშვილმა გამოიჩინა, რომლის ანგარიშზეც 16 ქულა და 10
მოხსნაა.