რუსთავმა ოვერტაიმში იმარჯვა

რუსთავმა ოვერტაიმში იმარჯვა

16-წლამდელთა ჩემპიონატის ფინალური სერიის მეორე მატჩი
,,რუსთავსა” და ,,აკადემიას” შორის, იმდენად დაძაბული და საინტერესო გამოდგა,

რომ შეხვედრის
გამარჯვებული ძირითად დროში ვერ გამოვლინდა და თამაში ოვერტაიმში გადავიდა.

მატჩის ძირითადი დრო ფრედ – 65:65 დასრულდა, დამატებით
დროში კი რუსთაველებმა იძალეს და საკუთარ მოედანზე ,,აკადემია”  ანგარიშით 76:70 დაამარცხეს.

 ,,რუსთავს”
25 ქულით თორნიკე ქიტოშვილმა ულიდერა, ხოლო ორმაგი დუბლი შოთა ნარჩომაშვილმა მიითვალა
– 13 ქულა და 15 მოხსნა.

 ,,აკადემიის”
შემადგენლობაში კი 23 ქულითა და 10 მოხსნით ორმაგი დუბლი ბექა დარახველიძის  ანგარიშზეა.