რუსთავში რუსთაველებმა იმარჯვეს

რუსთავში რუსთაველებმა იმარჯვეს

 დღეს რუსთავში 16-წლამდელთა
2 მატჩი გაიმართა. პირველ შეხვედრაში ერთმანეთს ,,რუსთავი1” და ,,სამედიცინო”  დაუპირისპირდნენ, სადაც რუსთაველებმა სოლიდური სხვაობით
– 92:41 იმარჯვეს.

თსსუ-ს რიგებში 19 ქულით სანდრო მოსიძე  გამოირჩა, 
ხოლო გამარჯვებულებს 26 ქულით გიორგი დვალიმ ულიდერა. ორმაგი დუბლი კი შოთა
ნარჩომაშვილის ანგარიშზეა – 18 ქულა და 20 მოხსნა.

  რაც შეეხება მეორე შეხვედრას, ,,რუსთავი 2-მა”,,მარნეულს”
50:44 სძლია. მასპინძელთაგან 21 ქულით საუკეთესო ნუგზარ ტაბაღუა გახლდათ, ხოლო მარნეულის
რიგებში 11-11 ქულა ირაკლი ჯანხოტელისა და გიორგი მინაძის ანგარიშზეა. მინაძემ ამდენივე
მოხსნაც(11) მიითვალა და ორმაგი დუბლი შეასრულა.