საკვირაო ლოგიკური მატჩები

საკვირაო ლოგიკური მატჩები

სანამ პლეი ოფი არ დაიწყება, 16–წლამდელთა ჩემპიონატში იშვიათად თუ
გამოერევა დაძაბული მატჩი. კვირას გამართული 4 შეხვედრიდან არც ერთი არ გამოდგა
საინტერესო. ფავორიტებმა იოლად დაჯაბნეს აუტსაიდერები.

პირველ შეხვედრაში „ზაზამ“ 71:30 დაამარცხა „იმედი“. ამ მატჩის
პირველი მეოთხედი შედარებით თანაბარი იყო, თუმცა პირველი შესვენების შემდეგ ზურა
სამხარაძის გუნდმა გაილაღა და გამარჯვებამდე აუღელვებლად მივიდა.

მეორე შეხვედრაში შედარებით მეტი დაძაბულობას ველოდით, მაგრამ „ვარსკვლავებმა“
ვერანაირი წინააღმდეგობა ვერ გაუწია რუსთაველებს და 47:88 დამარცხდა.

მესამე მატჩი სულაც 25:0 დებიუტით დაიწყო. ქუთაისელებმა ასეთი
შთამბეჭდავი ლიდერობა მოიპოვეს „აკადემია–2“–თან საწყის 7 წუთში და მატჩის ბედიც
ცხადია, აქ გაირკვა. თავი განსაკუთრებულად ქუთაისელთა უკანახაზელმა – ლევან
გრძელიძემ გამოიჩინა, რომელმაც მიმდინარე სეზონში რეკორდულად ბევრი, 14 ჩაჭრა
მოაგროვა, თუმც მისი 32 ქულაც საკმაოდ მაღალი შედეგია.

იმერულ გუნდში 25 ქულითა და 16 მოხსნით შთამბეჭდავი ორმაგი დუბლი
მიითვალა გიორგი ცირეკიძემ.

დაბოლოს, „ვერესა“ და „მარნეულის“ შეხვბედრაზე გეტყვით, რომელიც
ვერელების გამარჯვებით დასრულდა. ეს ამბავი უკვე პირველი ტაიმის შემდეგ იყო
გარჯვეული, რადგანაც თამაზ ოქრუაშვილის გუნდი დიდი შესვენებისთვის 51:16 იგებდა.
ვერელთაგან საუკეთესონიკა ბაქრაძემ 18 ქულა და 14 მოხსნა დააგროვა, ხოლო
მარნეულელთა ლიდერ ბექა ჯაჯანიძეს 24 ქულა და 14 მოხსნაჰქონდა.