სამი ნახევარფინალისტი გამოვლინდა

სამი ნახევარფინალისტი გამოვლინდა

 შედეგები
 გალერეა დღეს დაიწყო საქართველოს 16-წლამდელთა ჩემპიონატის პლეი
ოფი, რომელშიც საპრიზო ადგილებისთვის ბრძოლას რეგულარული ჩემპიონატის 8 საუკეთესო გუნდი
აგრძელებს. დღეს დაგეგმილი 3 მეოთხედფინალიდან 2 მატჩი გაიმართა, ხოლო მე-3 არ ჩატარდა.
გორის გუნდი იბერთან სათამაშოდ ვერ ჩამოვიდა და ტექნიკური წაგება 0:20 ჩაეთვალა, იბერი
კი ნახევარფინალში გავიდა.

წარმატებით დაძლიეს პირველი ბარიერი აკადემიამ და ჰიუნდაიმ.
აკადემიელებმა ჰიუნდაის მეორე გუნდს სძლიეს. მატჩში თავი გიორგი კვაჭანტირაძემ და ოთარ
პერტაიამ გამოიჩინეს. პირველმა თავი 35 ქულას მოუყარა, ხოლო პერტაიამ სამმაგი დუბლი
მიითვალა – 20 ქულა, 18 მოხსნა და 16 პასი. მას ოთხმაგ დუბლამდე 3 ჩაჭრა დააკლდა. შესაბამისად,
პერტაიამ 7 ჩაჭრა მოაგროვა და გამარჯვებაში ლომის წილი დაიდო.

ჰიუნდაის პირველმა გუნდმა ქუთაისს სძლია. იმერულმა კლუბმა
მეტოქეს პირველ ტაიმში გაუწია წინააღმდეგობა, შემდეგ კი 20 ქულით ჩამორჩა და დიდი მონდომების
მიუხედავად, თამაშის ბოლომდე ვითარება ვეღარ გამოასწორა. ჰიუნდაელებს ლევან წენგუაშვილმა
ულიდერა, რომელმაც 13 ქულა და 16 მოხსნა მოაგროვა. 14 ქულა ბექა ხაჩიურის ანგარიშზე
დაგროვდა. ქუთაისერლთაგან 19 ქულით გიორგი ჭეიშვილი გამოირჩა, 17 ქულა და 9 მოხსნა
დავით გვენეტაძის ანგარიშზეა.

ბოლო მეოთხედფინალი 13 ივნისს გაიმართება, რომელშიც
ერთმანეთს არმია და აკადემია 2 დაუპირისპირდებიან
აკადემია – ჰიუნდაი 2  94:59 

ჰიუნდაი – ქუთაისი  71:57