“საქართველო 2004”-მა ევროპის ლიგის პირველი წრე 5 მატჩიდან 3 მოგებით დაასრულა

“საქართველო 2004”-მა ევროპის ლიგის პირველი წრე 5 მატჩიდან 3 მოგებით დაასრულა

ევროპის ლიგაში 3 გამარჯვებით ჩაბმულმა “საქართველო 2004”-მა პირველი წრე წარმატებულად ვერ დააგვირგვინა. მამუკა ტურაშვილის გაწვრთნილმა ქართველმა 16-წლამდელებმა პირველი წრის დასკვნითი 2 მატჩი წააგეს. 

ესტონური გუნდების – “აუტენტასისა” და ტტუ-ს, ასევე ლატვიური “რიგას” ძლევის შემდეგ ქართველები რუსულ “ლოკომოტივ-ყუბანს” შეხვდნენ და დაძაბულ ბრძოლაში, ბოლო წამებზე – 48:50 (სტატისტიკა) წააგეს. დასკვნითი მატჩი 24 ნოემბერს გაიმართა. “საქართველო” 2004″-ის მეტოქე ლატვიური “SMK ლაიონსი” გახლდათ, რომელთანაც ტურაშვილის გუნდი 5 ქულით – 45:50 დამარცხდა.

შედეგად, “საქართველო 2004”-მა ევროპის ლიგის პირველი წრის ფარგლებში 3 მოგების წილ 2 მარცხი განიცადა. წინაა კიდე 2 წრე და 10 მატჩი: 16-19 იანვარს რიგაში, ხოლო 12-15 მარტს პოლონურ პოზნანში.