საქართველოს 14-წლამდელთა ნაკრებმა მესამე საკონტროლო მატჩიც მოიგო

საქართველოს 14-წლამდელთა ნაკრებმა მესამე საკონტროლო მატჩიც მოიგო

საქართველოს 14-წლამდელთა ნაკრებმა ლატვიაში ამხანაგური მატჩები წარმატებით დაასრულა და 21 ნოემბერს ოფიციალურ ტურნირში ჩაებმება. ნოდარ ქორქიასა და ირაკლი მაისურაძის გაწვრთნილ ქართველებს ესტონეთის ქალაქ ტარტუში 5 ოფიციალური მატჩი ელით, რომლებსაც ახალგაზრდული ლიგის ეგიდით გამართავენ. 

ბოლო საკონტროლო მატჩი ქართველებმა ლატვიის დედაქალაქ რიგაში გამართეს. ჩვენი მეტოქე იყო იმ კლუბის თანატოლთა გუნდი, რომლის ერთი წლით უმცროსებიც საქართველოს ნაკრებმა 2 დღის წინ 34 ქულით დაამარცხა.
ქართველებს არც თანატოლების დამარცხება გაუჭირდათ და „რიზენსის“ 2001-წლიანებს 10 ქულის სხვაობით – 74:64 სძლიეს. “რიზენსს” ევროპის ლიგაშ თამაშის გამოცდილება საკმარისად აქვს. რიგის ამ გუნდმა წინა, მოსკოვის ტური 3 მოგებითა და 2 მარცხით დაასრულა.  საქართველოს 14-წლამდელთა ნაკრებმა ლატვიაში მესამე საკონტროლო მატჩის მოგების შემდეგ მალევე გეზი ესტონეთისკენ აიღო.
ქართველები ქალაქ ტარტუს ამავე სახელწოდების სასტუმროში დაბინავდნენ და 21 ნოემბერს 2 მატჩს გამართავენ. ქორქია-მაისურაძის გაწვრთნილი გუნდი ადგილობრივი დროით 12:00 საათზე ესტონურ „აუდიენტესს“ შეხვდება, ხოლო 18:00 საათზე ფინურ „ჰელსინკის“ დაუპირისპირდება.
საქართველოს ნაკრების კალენდარი:
21 ნოემბერი
აუდიენტესი, ესტონეთი – „საქართველო 2001“      12:00
„საქართველო 2001“ – ჰელსინკი, ფინეთი               18:00
 
22 ნოემბერი
ტარტუ, ესტონეთი – „საქართველო 2001“               13:30
„საქართველო 2001“ – „მუკი“, ფინეთი                   18:00
 
23 ნოემბერი
პერკუნასი, ლიტვა  – „საქართველო“                      10:30