საქართველოს 16 წლამდე გოგონათა ნაკრები ევროპის C დიზივიონს კვიპროსთან მატჩით გახსნის

საქართველოს 16 წლამდე გოგონათა ნაკრები ევროპის C დიზივიონს კვიპროსთან მატჩით გახსნის

საქართველოს 16 წლამდე გოგონათა ნაკრები ევროპის ჩემპიონატის C დივიზიონში ასპარეზობას იწყებს. დღეს, გიბრალტარში სტარტს აიღებს ტურნირი, რომელშიც 8 ქვეყნის, მათ შორის საქართველოს 16-წლამდელთა ნაკრებიც იასპარეზებს. ტურნირის 8 მონაწილე 2 ჯგუფშია განაწილებული და ერთი წრის შემდეგ 2-2 საუკეთესო ნახევარფინალში გავა, ხოლო 3-4 ადგილებზე გასული გუნდები ტურნირის 5-8 ადგილებს გაითამაშებენ.

საქართველოს ნაკრები B დივიზიონის საგზურის მოსაპოვებლად იბრძოლებს, რომელსაც მხოლოდ პირველ ადგილზე გასული გუნდი მიიღებს. ჩვენი ნაკრების მთავარი მწვრთნელია გიორგი გოლიაძე, ხოლო ასისტენტი მაია ჩარგეიშვილი. მწვრთნელთა შტაბმა C დივიზიონში საასპარეზოდ ეს 12 კალათბურთელი შეარჩია:

თამარ კახეთელიძე, ელენე ნიგურიანი, ბარბარე ბულაშვილი, ნათია გავაშელი, მარიამ ჩქარეული, ანა გიოშვილი, ლანა ბაქრაძე, ნიცა საბადაშვილი, ნუცა კილაძე, ანა მესტუმრიშვილი, ლიზი კუხალეიშვილი, ლინა უგრეხელიძე.

საქართველოს ნაკრები A ჯგუფში მოხვდა სომხეთთან, აზერბაიჯანთან და კვიპროსთან ერთად. B ჯგუფში თავი მალტამ, გიბრალტარმა, მოლდოვამ და ალბანეთმა მოიყარეს. ჩვენი ნაკრები პირველ მატჩს დღეს, 9 ივლისს, კვიპროსის წინააღმდეგ გამართავს. მატჩი თბილისის დროით 17:45 საათზე დაიწყება და მისი პირდაპირი ტრანსლაცია ფიბა-ს Youtube-არხის წარმოდგენილ ლინკზე გაიმართება.

საქართველო 10 ივლისს (12:30) აზერბაიჯანს შეხვდება, ხოლო 11 ივლისს (17:45) – სომხეთს. ჯგუფში პირველ ან მეორე ადგილზე გასვლის შემთხვევაში საქართველოს ნაკრები ნახევარფინალში გავა და ბრძოლას B დივიზიონის საგზურისთვის გააგრძელებს.