გრძელდება საქართველოს ჩემპიონატი 16-წლამდელთა შორის. ტურნირში 12 გუნდი მონაწილეობს, რომლებიც ერთ ჯგუფში არიან და 2 წრედ თამაშობენ. რეგულარულმა ჩემპიონატმა 2 წრის თავზე უნდა გამოავლინოს 8 საუკეთესო გუნდი, რომლებიც საპრიზო ადგილებისთვის ბრძოლას პლეი ოფიდან გააგრძელებენ.
რეგულარული ჩემპიონატი 22 ტურს მოიცავს, ამ მომენტისთვის კი მე-6 ტურია გამართული. ცხრილს დაუმარცხებლად “დინამო” ლიდერობს. მამუკა ტურაშვილის გაწვრთნილი გუნდი უმეტესად დიდი სხვაობით ამარცხებს მეტოქეებს. ასე იყო გასულ მატჩებშიც, როცა დინამოელებმა “ჰიუნდაი 2” 126:46 დაამარცხეს, გუშინ კი “ქუთაისს” 119:62 სძლიეს.
დინამოელთა შემდეგ ერთბაშად 4 გუნდს (ზაზა, ჰიუნდაი 1, აკადემია, ქუთაისი) თანაბარი ქულები – 4 მოგება და 2 წაგება აქვთ.
გასული მატჩების შედეგებსა და სრულ სტატისტიკას გაეცანით ჩვენი ვებ-გვერდის შესაბამის განყოფილებაში: შედეგები
16-წლამდელთა ჩემპიონატის უახლოესი მატჩები 13 თებერვალს – ქუთაისში გაიმართება.