მამუკა ტურაშვილის გაწვრთნილმა გუნდმა “საქართველო 2004”-მა, რომელიც ამ წელს დაბადებული პერსპექტიული მოთამაშეებისგან არის დაკომპლექტებული, რიგაში დასრულებული ევროპის ლიგის მეორე წრე გამარჯვებით დახურა. ლატვიაში აქამდე გამართული 4 მატჩიდან ქართველებმა 3 მოიგეს და დღეს ბოლო მეტოქეს – ესტონურ “აუდენტესსაც” სძლიეს.
“საქართველო 2004”-მა მატჩი 61:53 მოიგო. 14 ქულით ბომბარდირი ნიკოლოზ გულიაშვილი გახდა, 9 ქულა ლუკა კუჭუხიძემ მოაგროვა, ხოლო 8 ქულა 2 კალათბურთელის – საბა ფარღალავასა და გიორგი სულაბერიძის ანგარიშზე დაგროვდა.
ტურაშვილის გაწვრთნილმა გუნდმა მეორე წრეში 4 მოგების წილ 1 მარცხი განიცადა და საერთო ცხრილში მაღლა აიწია. შეგახსენებთ, რომ გასული წლის თებერვალში გამართულ პირველი წრის 5 მატჩში ქართველებმა მხოლოდ 1 მატჩი მოიგეს. საერთო ცხრილში კი სადღეისოდ 10 მატჩიდან 5 მოგება და ამდენივე მარცხი აქვთ და 16-გუნდიან ევროპის ლიგის პირველ დივიზიონში მე-4 ადგილზე იმყოფებიან.
რიგაში გამართული მეორე წრის გამორჩეულ მოთამაშეებში ნიკოლოზ გულიაშვილი მოხვდა. “დინამოს” წევრი სიმბოლურ ხუთეულში ცენტრის პოზიციაზე მოხვდა და ორგანიზატორთაგან სპეციალური პრიზიც დაიმსახურა.
ევროპი ლიგის მე-3 და რეგულარული ჩემპიონატის ბოლო, მე-3 წრე 21-24 მარტს ჩეხეთის ქალაქ ოსტრავაში გაიმართება. თუკი “საქართველო 2004” მოახერხებს საუკეთესო ოთხეულში ადგილს, ოთხთა ფინალში გავა და საპრიზო ადგილებისთვის იბრძოლებს.
აუდენტესი (ესტონეთი) – საქართელო 2004
სტატისტიკა: 53:61