საქართველოს 2007 წელს დაბადებულთა გუნდმა ევროპის ახალგაზრდულ ლიგაზე სამონაწილეოდ ლიეტუვის დედაქალაქ ვილნიუსში იმყოფება. როგორც წესი, ჩვენი გუნდი ერთ წრეს ითამაშებს, რომლის განმავლობაშიც 5 მატჩს გამართავს და თბილისში დაბრუნდება. ჩვეულებრივ, ევროპის ლიგა სამ წრედ, შემოდგომაზე, ზამთარსა და გაზაფხულზე იმართება, რის შემდეგაც, საუკეთესოები ტიტულისთვის ბრძოლას პლეი ოფში აგრძელებენ.
საქართველოს 15-წლამდელთა გუნდმა ევროპის ლიგა 2 გამარჯვებით გახსნა. ნიკა ცინცაძის გაწვრთნილმა გუნდმა დღეს გამართულ პირველ შეხვედრაში შვედურ “ბლექბერგ ბასკეტს” 63:45 (სტატისტიკა) მოუგო. ჩვენს გუნდში 15 ქულითა და 9 მოხსნით საუკეთესო შედეგი გიორგი ნიკოლაევმა დააფიქსირა 9 ქულა და 6 მოხსნა ნიკოლოზ კობაიძის ანგარიშზეა.
მეორე მატჩი დაძაბული გამოდგა. ქრთული გუნდის მეტოქე უკრაინული გუნდი PUSH გახლდათ, რომელსაც ჩვენებმა დაძაბულ ბრძოლაში – 47:44 (სტატისტიკა) მოუგეს. გიორგი ნიკოლაევმა ამჯერად 23 ქულა და 10 მოხსნა მოაგროვა. მის შემდეგ ყველაზე მეტი – 6 ქულა გიორგი ასათიანმა მიითვალა. 2-დან 2 გამარჯვებით საქართველო 2007 ლიდერთა შორისაა.
ჩვენი გუნდი ვილნიუსში კიდევ 3 მატჩს გამართავს:
საქართველო 2007 – ჰონკა (ფინეთი) 29 ოქტომბერი, 14:30
ურა ბასკეტი (ფინეთი) – საქართველო 2007 29 ოქტომბერი, 19:00
საქართველო 2007 – ტაურაგე (ლიეტუვა) 30 ოქტომბერი, 11:30
საქართველო 2007 ლიეტუვაში ამ შემადგენლობით იმყოფება:
გიორგი ნიკოლაევი, ლუკა ტაბაღუა, გიორგი ცაგარეიშვილი, ნიკიტა მესხი, ლუკა ლომიძე, შიო შიოშვილი, დავით ვაშაკიძე, დავით მირზაშვილი, გიორგი ჭირაქაძე, გერა ჭეიშვილი, ნიკოლოზ კობაიძე, მამუკა ასათიანი
მთავარი მწვრთნელი: ნიკა ცინცაძე