საქართველოს U15 ნაკრებმა რიგაში მორიგი გამარჯვება იზეიმა

საქართველოს U15 ნაკრებმა რიგაში მორიგი გამარჯვება იზეიმა

საქართველოს 15-წლამდელთა ნაკრები ევროპის ახალგაზრდული ლიგის მესამე წრეში დაუმარცხებლად ასპარეზობს. გუშინდელი 2 მოგების შემდეგ ალექსი ჯაფარიძისა და დიმიტრი ჯაკობოვის გაწვრთნილმა გუნდმა დღეს მესამე შეხვედრაც დამაჯერებლად მოიგო. ქართველების მორიგი მსხვერპლი გახდა ლატვიური გუნდი “კრაუკლა/ვეფ”. წინა მეტოქეებისგან განსხვავებით, ჩვენებმა ეს გუნდი “დაინდეს” და მხოლოდ 13 ქულით – 41:28 დაამარცხეს. 

ჩვენს ნაკრებში 10-ქულიანი ზღვრისთვის არავის მიუღწევია. 9-9 ქულა მიითვალეს ლუკა ხუციშვილმა და შალვა ჭეიშვილმა. ეს უკანასკნელი ფარზე უბადლოდ იბრძოდა და 10 მოხსნა დააგროვა. 6 ქულა და 8 მოხსნა ჰქონდა წინა მატჩების ბომბარდირ გუჯა ხვედელიძეს, ხოლო 6 ქულა, 5 ჩაჭრა და 4 მოხსნა საბა მურღულიამ მოინაგრა.

საქართველოს ნაკრები 3-დან 3 გამარჯვებით რიგაში შეკრების მესამე წრის მონაწილეებს ხომ ლიდერობს და საერთო ცხრილში ნელ-ნელა უახლოვდება მოლიდერე ოთხეულს, რომელში მოხვედრაც ოთხთა ფინალის საგზურის მომტანი იქნება. შემდეგი მატჩი ქართველებს დღეს, რიგის DSN-თან, თბილისის დროით 20:20 საათზე ექნება.

საქართველო – კრაუკლა/ვეფ
სტატისტიკა: 41:28