საქართველოს 16-წლამდელთა ნაკრები ლატვიის დედაქალაქ რიგაში, საწვრთნელ შეკრებაზე იმყოფება. გია კაზანჯიანისა და გელა წულაძის გაწვრთნილი ნაკრები ვარჯიშებთან ერთად მოსამზადებელ მატჩებსაც მართავს. საქართველოს ნაკრებმა პირველი შეხვედრა დღეს, ლატვიის უნივერსიტეტის 2 წლით დიდი ასაკის გუნდთან გამართა. მატჩი მასპინძლებმა 88:64 მოიგეს.
საქართველოს ნაკრები რიგაში კიდევ ერთ მატჩს გამართავს და უკრაინაში, შემდეგ კი ბელარუსში გადაინაცვლებს. კაზანჯიანის გუნდს ამ ქვეყნების 16-წლამდელთა ნაკრებებთან 2-2 საკონტროლო მატჩი აქვს დაგეგმილი.
ლატვიის უნივერსიტეტი 88:64 საქართველო U16
20:13, 22:22, 24:9, 22:20
საქართველო: ტიმოშენკო (8ქ), აბულაძე (2ქ), კოშკო (2ქ, 5მ), კილაძე (7ქ, 7მ), გოგაძე (3ქ, 4მ), კაპანაძე (2ქ, 6მ, 5პ), გაფრინდაშვილი (14ქ), ბიგანაშვილი (7ქ), ჭინჭარაული (8ქ, 10მ), ვაშაკიძე (2ქ), გოგბერაშვილი, შარვაშიძე, ცხვედიანი, თავაქარაშვილი (9ქ, 5მ)
შენიშვნა: ქ – ქულა, მ – მოხსნა, პ – პასი