საიტზე მიმდინარეობს ტექნიკური სამუშაოები

საქართველოსა და თბილისის 16-წლამდელთა საკვალიფიკაციო ტურნირის 3 მატჩი ოლიმპიურ სასახლეში

საქართველოსა და თბილისის 16-წლამდელთა საკვალიფიკაციო ტურნირის 3 მატჩი ოლიმპიურ სასახლეში

დღეს ოლიმპიურ სასახლეში საქართველოსა და თბილისის ჩემპიონატების საკვალიფიკაციო ტურნირის მორიგი მატჩები ჩატარდა. “ჰიუნდაიმ” “ოვერტაიმი 3” არ დაინდო და 115:25 ძლია. ძალიან იოლად – 101:22 სძლია “დინამო 2”-მა “ვინგსი 2”-ს, ხოლო “ზაზა 2”-სა და “ვინგსის” შეხვედრა ფაჩულიას აკადემიის გუნდის გამარჯვებით – 63:44 დასრულდა.

შეგახსენებთ, რომ ტურნირის ორგანიზატორი თბილისის კალათბურთის განვითარების კავშირი და საქართველოს კალათბურთის ეროვნული ფედერაცია არიან. ტურნირში 17 გუნდი მონაწილეობს, რომლებიც 4 ჯგუფში არიან გადანაწილებულნი.

ჯგუფებში 1 წრის შემდეგ 1-2 ადგილებზე გასული გუნდები პლეი ოფში ხომ გავლენ და ამავდროულად, საქართველოს 16-წლამდელთა ჩემპიონატში მონაწილეობის უფლებას მოიპოვებენ. ჯგუფებიდან ვერგასული გუნდები თბილისის ჩემპიონატში გადაინაცვლებენ, რომელიც 2019 წლის დასაწყისში აიღებს სტარტს.

რაც შეეხება მეოთხედფინალში გასულ გუნდებს, ისინი თბილისისა და საქართველოს ჩემპიონატების საკვალიფიკაციო ტურნირის მოასაგებად ბრძოლას პლეი ოფის სისტემით გააგრძელებენ. 

წარმოგიდგენთ დღეს გამართული 3 მატჩის შედეგებს, სრულ სტატისტიკას, ფოტომასალას და ჯგუფური ეტაპის მიმდინარე ცხრილს 

ოვერტაიმი 3 – ჰიუნდაი
სტატისტიკა: 25:115

ვინგსი 2 – დინამო 2
სტატატისტიკა: 22:101

ზაზა 2 – ვინგსი
სტატისტიკა: 63:44