საიტზე მიმდინარეობს ტექნიკური სამუშაოები

საქართველოსა და თბილისის U16 ჩემპიონატების საკვალიფიკაციო ტურნირი გრძელდება

საქართველოსა და თბილისის U16 ჩემპიონატების საკვალიფიკაციო ტურნირი გრძელდება

ოლიმპიურ სასახლეში გრძელდება საქართველოსა და თბილისის ჩემპიონატების საკვალიფიკაციო ტურნირი 16-წლამდელთა შორის. დღეს 2 მატჩი გაიმართა, რომელშიც ერთმანეთს “ვინგსი 2” – “ოვერტაიმი” და “დინამო 2” – “აკადემია” შეხვდნენ. ორივე მატჩში დიდი სხვაობა დაფიქსირდა. “ოვერტაიმმა” 70 ქულის სხვაობით – 90:20 დაამარცხა მეტოქე, ხოლო “აკადემიამ” “დინამო 2”-ს 101:32 სძლია. 

“აკადემია” და “ოვერტაიმი” B ჯგუფის ლიდერები არიან და დიდი ალბათობით სწორედ ეს 2 გუნდი გავა პლეი ოფში, რითაც საქართველოს 16-წლამდელთა ჩემპიონატში ასპარეზობის უფლებას მოიპოვებენ და ამავდროულად, მიმდინარე ტურნირის საპრიზო ადგილებისთვის ბრძოლას მეოთხედფინალიდან გააგრძელებენ.

გთავაზობთ დღევანდელი მატჩების შედეგებს, სრულ სტატისტიკას, ფოტომასალას და ჯგუფებში ამ მომენტისთვის არსებულ სატურნირო მდგომარეობას.

ვინგსი 2 – ოვერტაიმი
სტატისტიკა: 20:90

დინამო 2 – აკადემია
სტატისტიკა: 32:101