სერიაში აკადემია დაწინაურდა, ორბი მესამე ადგილის მფლობელია

სერიაში აკადემია დაწინაურდა, ორბი მესამე ადგილის მფლობელია

 შედეგები
 გალერეა 16-წლამდელთა ჩემპიონატი დასასრულს უახლოვდება. დღეს
თბილისში მატჩი მე-3 ადგილისთვის გაიმართა „ორბის“ გუნდსა და „დინამო თბილისს“ შორის,
სადაც ორბმა თანაბარ და დაძაბულ ბრძოლაში დაამარცხა მეტოქე, ხოლო პარალელურად იმერეთში
 „ქუთაისმა“ აკადემიას უმასპინძლა ფინალური
სერიის პირველ მატჩში და საკუთარ მოედანზე დამარცხდა.

ორბისა და დინამოს შეხვედრა მთელი თამაშის განმავლობაში
თანაბრად მიმდინარეობდა, დინამოელები ახერხებდნენ დროდადრო მეტოქის ჩამორჩენას მხოლოდ
რამოდენიმე ქულით. ორბი ბოლომდე არ ნებდებოდა და შეხვედრის მიწურულს აღმოფხვრა მცირე
(4-ქულიანი) უპირატესობა და გადაასწრო კიდეც მეტოქეს. დინამოელებმა ბოლო წამებზე შანსი
ვერ გამოიყენეს და შეხვედრა 2-ქულიანი სხვაობით დათმეს – 74:72.

ორბის რიგებიდან საუკეთესო იყო ნიკოლოზ გურგენიძე
27 ქულით, 16 მოხსნითა და 4 ჩაჭრით, ხოლო დინამოელთაგან ნიკა კილაძე 19 ქულით, 23 მოხსნითა
და 3 ჩაჭრით.

ორბის მოთამაშეები მედლებითა და სიგელით საქართველოს
კალათბურთის ეროვნული ფედერაციის გამგეობის წევრმა, ვეტერანმა კალათბურთელმა გია სანაძემ
დააჯილდოვა.

რაც შეეხება ქუთაისში გამართულ პირველ ფინალურ შეხვედრას,
მასპინძელებმა დაძაბულ ბრძოლაში დათმეს თამაში. აკადემიამ 6-ქულიანი უპირატესობით მოახერხა
მასპინძლების დამარცხება და ფინალურ სერიაში გალიდერდა. აკადემიელთაგან საუკეთესო იყო
ლაშა მიქელაძე 21 ქულითა და 17 მოხსნით, ხოლო ქუთათურებს პაპუნა კირთაძემ ულიდერა
23 ქულით, 8 მოხსნითა და 4 ჩაჭრით.

ფინალური სერიის რიგით მე-2 მატჩს „აკადემიასა“ და
„ქუთაისს“ შორის 23 ივნისს, 17:00 საათზე თბილისის ოლიმპიური სასახლე უმასპინძლებს. 
აკადემია – ქუთაისი  57:63 

ორბი – დინამო  74:72