ბათუმში მიმდინარე შავი ზღვის თასზე მორიგ სათამაშო დღეს ერთმანეთს საქართველოს ნაკრები – ზაზას აკადემია, ასევე აჭარის ნაკრები – ჟალგირისი დაუპირისპირდნენ. ორივე მატჩი დიდი სხვაობა დაფიქსირდა. მამუკა ტურაშვლის გაწვრთნილმა საქართველოს 15-წლამდელთა ნაკრებმა ზაზას აკადემია 36 ქულით – 88:52 (სტატისტიკა) დაამარცხა.
საქართველოს ნაკრებში 18 ქულით საუკეთესო იყო ნიკოლოზ გულიაშილი. 14 ქულა მოაგროვა კოკა კაკულიამ, ხოლო ლუკა ლურსმანაშვილის ანგარიშზე 11 ქულა დაგროვდა. ზაზას აკადემიამ ტურნირის პირველ დღეს კაუნასის “ჟალგირისი” დაამარცხა, თუმცა საქართველოს ნაკრებთან ვერას გახდა. აკადემიელთაგან 10-ქულიან ზღვარს მხოლოდ სანდრო კოკოჩაშვილი ასცდა, რომელმაც 11 ქულა მოაგროვა.
მეორე მატჩში 32-ქულიანი სხვაობა დაფიქსირდა. კაუნასის “ჟალგირისმა” 90:58 (სტატისტიკა) დაამარცხა აჭარის ნაკრები. მასპინძლებმა მოხლოდ ბოლო პერიოდი მოიგეს – 23:21, თუმცა მანამდე ყველა ათწუთეული პირწმინდად დათმეს და საბოლოოდ დიდი სხვაობით დამარცხდნენ. კაუნასელთაგან 23 ქულით საუკეთესო იყო კაიუს კუბლისკასი. აჭარელთაგან კი 10 ქულით ბომბარდირი დავით გვიანიძე გახდა.
ჯგუფური ეტაპის ბოლო დღეს, 28 ივნისს, აჭარის ნაკრები ზაზას აკადემიას დაუპირისპირდება (14:00), ხოლო საქართველო “ჟალგირისს” (16:00) შეხვდება.