სტატისტიკა
გალერეა
საქართველოს
16-წლამდელთა ჩემპიონატში ,,შსს აკადემიამ’’ მე-3 ადგილი დაიკავა. საპრიზო ადგილისთვის
ბრძოლაში აკადემიელებმა ,,ქუთაისი’’ 10 ქულის სხვაობით 73:63 დაამარცხეს.
,,შსს აკადემიამ’’
ლიდერობა პირველ მეოთხედში მოიპოვა, რომელიც 18:8 მოიგო. მთელი დარჩენილი თამაში შედარებით
თანაბარი ბრძოლა მიმდინარეობდა, თუმცა ქუთაისლებმა სხვაობის შემცირება ვერ მოახერხეს.
გამარჯვებულებს
ლევან ბაბილოძემ 31 ქულით ულიდერა, ნიკა ლოლიშვილმა კი ორმაგი დუბლი გაიფორმა – 23
ქულა, 11მოხსნა.
ქუთაისელთა რიგებში
საუკეთესო ლადო ფურცხვანიძე იყო 28 ქულა-10 მოხსნით, ანრი რუხაძის ანგარიშზე 13 ქულამ
დაგროვდა.
,,შსს აკადემიის’’
გუნდი ვერცხლის მედლებითა და სიგელებით ,,ვეტერან კალათბურთელთა დახმარების ფონდის’’
პრეზიდენტმა, ვალერი ლომაძემ დააჯილდოვა.
დღეს აკადემიის
დარბაზი 19:00 საათზე 16-წლამდელთა ჩემპიონატის ფინალური სერიის მე-2 მატჩს უმასპინძლებს.
შეგახსენებთ, სერიაში ,,აკადემია’’ ,,დინამოს’’ 1:0 ამარცხებს.