16-წლამდელთა ჩემპიონატის მორიგი ტური დღეს რუსთავსა და ქუთაისში დაიწყო. ადგილობრივმა რუსთავი 1-მა საკუთარ მოედანზე ,,სოხუმს” უმასპინძლა თუმცა მეტოქესთან ვერაფერი გააწყო და 73:80 დამარცხდა.
შეხვედრის საწყისი ათწუთეული გუნდების გარდამავალი უპირატესობით წარიმართა და საბოლოოდ ,ქვემოქართლელთა” მინიმალური უპირატესობით, 23:22 დასრულდა. მეორე მეოთხედში სოხუმელები გააქტიურდნენ და წინ 44:37 გავიდნენ. მესამე მეოთხედი ფრედ (16:16) დასრულდა, ხოლო დასკვნით მეოთხე მეოთხედში ,,ზღვისპირელებმა” მეტოქეს შანსი არ დაუტოვეს და მორიგი გამარჯვება მიითვალეს.
რუსთავი 1-ის შემადგენლობაში საუკეთესო დავით ბარამიძე იყო, რომელმაც 24 ქულითა და 19 მოხსნით ორმაგი დუბლი შეასრულა. ,,სოხუმის”რიგებში სამმაგი დუბლი სოსო მაჭავარიანმა მიითვალა, რომლის ანგარიშზეც 15 ქულა, 12 მოხსნა და 10 შედეგიანი გადაცემაა. ორმაგი დუბლი კი დავით სალაყაიამ შეასრულა – 11 ქულა და 10 მოხსნა.
,,ქუთაისმა” შინ შსს აკადემია მიიღო და მეტოქე 60:42 დაამარცხა.შეხვედრა მასპინძელთა სასარგებლოდ წარიმართა. ქუთაისელებმა მატჩის პირველ ნახევარში მოპოვებული უპირატესობა(29:20) შეხვედრის ბოლომდე შეინარჩუნეს და თამაში მშვიდად მიიყვანეს მოგებამდე. გამარჯვებულებს 16 ქულით ირაკლი მაცაბერიძემ ულიდერა, რომელმაც 9 მოხსნაც მიითვალა და ორმაგ დუბლამდე ერთი მოხსნაღა დააკლდა. 13 ქულითა და 12 მოხსნით კი ორმაგი დუბლი დავით მაჭარაძემ შეასრულა.შსს აკადემიას შემადგენლობაში დავით გუჯაბიძე გამოირჩა, რომელმაც საკუთარ გუნდს 15 ქულა შესძინა.