სოხუმისა და რუსთავის მოგებები

სოხუმისა და რუსთავის მოგებები

 16-წლამდელთა მეორე
წრის მორიგი ტურის შეხვედრები შედგა საკალათბურთო აკადემიის დარბაზში. დღის პირველ
მატჩში ,,სოხუმმა“ ,,ფოთს“ უმასპინძლა და მეტოქე დიდი სხვაობით, 81:56 დაამარცხა.

მოგებულებს
16 ქულით სოსო მაჭავარიანმა ულიდერა, ხოლო ,,ფოთის“ შემადგენლობაში ჯანო ბერაია გამოირჩა,
რომელაც 23 ქულითა და 16 მოხსნით ორმაგი დუბლი მიითვალა. უინტერესო გამოდგა ,,ავერსი
2“-ისა და ,,რუსთავი 1“-ის დაპირისპირება, სადაც ქვემოქართლელებმა მეტოქე სტუმრად
104:29 გაანადგურეს. ,,რუსთავის 1“-ს დავით ბარამიძემ ულიდერა, რომლის ანგარიშზეც
28 ქულა და 24 მოხსნაა, ხოლო ,,ავერსის 2-ის “ შემადგენლობაში 14 ქულითა და 12 მოხსნით
ორმაგი დუბლი გიორგი რეხვიაშვილმა შეასრულა.

 შეგახსენებთ, რომ დღეს საკალათბურთო აკადემიის დარბაზში
16-წლამდელთა მეორე წრის კიდევ ორი შეხვედრა გაიმართება: 16 საათზე ,,ლომები“ ზაზას,
ხოლო 18:საათზე AXE ,,ნიკეას“ დაუპირისპირდება.