სოხუმმა აკადემიას სძლია და სერიაში დაწინაურდა

სოხუმმა აკადემიას სძლია და სერიაში დაწინაურდა

 16-წლამდელთა
ჩემპიონატის ნახევარფინალურ მატჩში შედგა ,,სოხუმისა“  და ,,აკადემიის“ დაპირისპირება, სადაც სოხუმელებმა
დაძაბულ ბრძოლაში 58:51 იმარჯვეს და სერიაში 1:0 დაწინაურდნენ.

თავდაპირველად შეხვედრა აკადემიელთა უპირატესობით დაიწყო,
რომლებიც საწყის მეოთხედში 12:7 გავიდნენ წინ. 
მეორე მეოთხედში ,,სოხუმი“ გააქტიურდა და აღნიშნული პერიოდის მე-7 წუთზე  საყაიმო ანგარიში დააფიქსირა (23:23), თუმცა აკადემიამ
მეტოქეს წის გასვლის საშუელება არ მისცა და დიდ შესვენებაზე მინიმალური უპირატესობით
29:28 დაწინაურდა. საინტერესო გამოდგა მესამე პერიოდი, რომელიც სოხუმელთა სასარგებლოდ
წარიმართა. შეხვდერის ამ მონაკვეთში ,,ზღვისპირელებმა“ მოახერხეს უპირატესობის მოპოვება
და 50:41 გავიდნენ წინ. გადამწყვეტ მეოთხედში სოხუმელები  აქტიურად ათამაშდნენ დაცვაში და პოზიციები კიდევ
უფრო გაიმყარეს. აკადემიელებმა  მატჩის დასრულებამდე
1:38 წუთით ადრე ანგარიშში 3-ქულიანი სხვაობა დააფიქსირეს 51:54, თუმცა დარჩენილ დროში
შანსი ვეღარ გამოიყენეს და სერიაში 0:1 ჩამორჩნენ. სოხუმის გუნდს 13 ქულით ზაალ ჩხეიძემ
ულიდერა, ხოლო 9 ქულითა და16 მოხსნით ორმაგ დუბლამდე ერთი ქულა სოსო მაჭავარიანს დააკლდა.
აკადემიის მხრივ კი თავი თემურ პეტრიაშვილმა გამოიჩინა, რომელმაც 17 ქულა და 9 მოხსნა
მიითვალა.  

შეგახსენებთ, რომ ნახავარფინალური სერია ორ მოგებამდე
გრძელდემა და აკადემიისა და ,,სოხუმის“ განმეორებითი შეხვედრა 26 აპრილს ვაკეში მდებარე
საკალათბურთო დარბაზში 16:00 საათზე გაიმართება.