სოხუმმა ფოთში იოლად იმარჯვა

სოხუმმა ფოთში იოლად იმარჯვა

16-წლამდელთა ჩემპიონატის მორიგი ტურში ,,ზღვისპირელთა“
დერბი შედგა ფოთში, სადაც ადგილობრივმა ფოთის ,,ირაომ“ საკუთარ მოედანზე ,,სოხუმი“
მიიღო და მარცხი განიცადა – 46:74.  

სოხუმელებმა
საწყის ათწუთეულშივე მოიპოვეს სოლიდური უპირატესობა (25:9), ხოლო ტაიმში 10 ქულით დაწინაურდნენ
– 40:30.  მეორე ნახევარში სტუმრებმა მეტოქეს
შანსიც არ დაუტოვეს და  სრულიად დამსახურებული
გამარჯვება გაიფორმეს.  მასპინძლეთა რიგებში
28 ქულით გიორგი გარუჩავა გამოირჩა, ხოლო 16 ქულითა და 22 მოხსნით ორმაგი დუბლის ავტორი
ჯანო ბერაია გახდა. ,,სოხუმს“ ულიდერა სოსო მაჭავარიანმა, რომელმაც 20 ქულა დააგროვა,
ხოლო 15 ქულითა და 10 მოხსნით ორმაგი დუბლი დავით სალაყაიმ მიითვალა.

 შეგახსენებთ,
რომ დღეს 16-წლამდელთა ჩემპიონატის კიდევ ორი შეხვედრა გაიმართება. ,,ქუთაისი“ საკუთარ
მოედანზე ,,აკადემიას“ მიიღებს, ხოლო რუსთავი1 ავერსი2-ს დაუპირისპირდება.