16-წლამდელთა პლეიოფში მე-3 ადგილისთვის ერთმანეთს სოხუმისა და ქუთაისის გუნდები დაუპირისპირდნენ.
ბრინჯაოს მედლების მფლობელი ,,სოხუმი” გახდა, რომელმაც მეტოქე ანგარიშით 90:83 დაამარცხა და მესამე ადგილი დაიკავა.
მატჩი თავიდანვე სოხუმელთა სასარგებლოდ დაიწყო, რომლებმაც საწყის ათწუთეულში სოლიდური უპირატესობა მოიპოვეს და ჯერ 18:8, შემდეგ კი 33:15 დაწინაურდნენ.
მეორე მეოთხედში ქუთაისელები აქტიურად ათამაშდნენ და ტაიმში 39:48 ჩამორჩნენ
მეტოქეს
. მესამე პერიოდში ,,ზღვისპირელებმა” შეძლეს მოპოვებული უპირატესობის შენარჩუნება და პერიოდის მიწურულს თავიაანთ სასარგებლოდ 65:51 დააფიქსირეს. დასკვნითი მეოთხედი ,,ქუთაისმა” საკმაოდ მობილიზებულად ჩაატარა, თუმცა მეტოქის დაწევა მაინც ვერ შეძლო,. სოხუმის გუნდმა ქუთაისს წინ გასვლის საშუელება არ მისცა და ბრინჯაოს მედლები დაისაკუთრა.
გამარჯვებულებს 23 ქულით დავით სალაყაიამ ულიდერა, ხოლო 19 ქულითა და 13 მოხსნით ორმაგი დუბლი სოსო მაჭავარიანმა გაიფორმა. ,,ქუთაისის” მხრიდან თავი გიგი ვადაჭკორიამ გამოიჩინა,, რომელმაც საკუთარ გუნდს 29 ქულა შესძინა.