შედეგები
დღეს 16-წლამდელთა ჩემპიონატის შეხვედრას უმასპინძლა ქუთაისმა, სადაც სათამაშოდ ,,სოხუმის” გუნდი ჩავიდა. სტუმრებმა მეტოქე 12 ქულის სხვაობით დაამარცხეს – 81:69.
მატჩის ბომბარდირი 37ქულით და 11 მოხსნით სოხუმელი დაჩი დვალაძე გახდა, 12 ქულა და 7 პასი ჰქონდა ბექა ჩაჩუას, ნიკა გოგოხიას კი ორმაგ დუბლამდე 1 ქულა დააკლდა – 9ქულა, 10მოხსნა.
,,ქუთაისის” რიგებში საუკეთესო იყო დათო გვენეტაძე, რომელმაც 18ქულა, 10 მოხსნა და 7 პასი მიითვალა, 13 ქულა დაგროვდა გიორგი ჭეიშვილის ანგარიშზე, ხოლო გიორგი მაჭარაშვილს 11 ქულა ჰქონდა.
რუსთავში გაიმართა ერთი შეხვედრა, სადაც მასპინძლები “გორთან” 58:67 დამარცხდნენ. გამარჯვებულთა რიგებში 17-17 ქულა გიორგი ხუბულაშვილმა და რატი მდივანმა მიითვალეს. ხუბულაშვილმა 11 მოხსნაც დააგროვა და ორმაგი დუბლი შეასრულა. ორმაგი დუბლის ავტორი გახდა ასევე ტარიელ ოთიაშვილი, რომელმაც 10 ქულასა და 17 მოხსნას მოუყარა თავი. რუსთაველთა შორის 15 ქულა ლუკა ცერცვაძის ანგარიშზეა.