თბილისის 16-წლამდელთა ჩემპიონატის “ბ” ლიგა დაიწყო

თბილისის 16-წლამდელთა ჩემპიონატის “ბ” ლიგა დაიწყო

თბილისის განვითარების კავირის ორგანიზებითა და კალათბურთის ეროვნული ფედერაციის ხელშეწყობით დედაქალაქის 16-წლამდელთა “ბ” ლიგა დაიწყო. ტურნირში ის გუნდები მონაწილეობენ, რომლებიც ნოემბერში ჩატარებულ თბილისის პირველობაზე ასპარეზობდნენ, მაგრამ საუკეთესო 10 გუნდში ვერ მოხვდნენ და საქართველოს ჩემპიონატის საგზურები ვერ მოიპოვეს.

თბილისის ჩემპიონატის “ბ” ლიგაში 14 გუნდი მონაწილეობს. “ა” ჯგუფში თავმოყრილია 7 გუნდი: გორი, ჰიუნდაი, ვერე, ბასტიონი, თსსუ, ზაზა და მართვე 2. “ბ” ჯგუფშიც 7 გუნდია: მართვე 1, აკადემია, შსს-მართვე, რუსთავი, ვესტა, ნიკეა და თსუ. გუნდები 2 წრედ ითამაშებენ და თითოეული ჯგუფიდან მერვედფინალში 4 საუკეთესო გუნდი გავა, რომლებიც “ბ” ლიგის გამარჯვებულის გამოსავლენად ბრძოლას პლეი ოფის სისტემით გააგრძელებენ. ორგანიზატორებმა ტურნირში გამოცდილების მისაღებად რუსთავის გუნდი დაუშვეს.
 
ტურნირი 16 თებერვალს 53-ე საჯარო სკოლის დარბაზში დაიწყო. გაიმართა 6 მატჩი და შედეგებიც შემდეგი დაფიქსირდა:
ბასტიონი – თსსუ           26:94
რუსთავი – ვესტა            48:72
ვერე – “ზაზა-მართვე”    38:61
მართე 1 – თსუ                40:58
ჰიუნდაი – მართვე          37:86
შსს – ნიკეა                       81:42