თბილისის 16-წლამდელთა ჩემპიონატში მეოთხედფინალის 8 ადგილიდან 7 შეივსო

თბილისის 16-წლამდელთა ჩემპიონატში მეოთხედფინალის 8 ადგილიდან 7 შეივსო

თბილისის 16-წლამდელთა ჩემპიონატის ჯგუფური ეტაპის ბოლო ტურის წინ თითქმის ყველაფერი გარკვეულია. შეგახსენებთ, რომ ჯგუფებიდან 2-2 საუკეთესო გუნდი გადის და მეოთხედფინალის 8 ადგილიდან 7 უკვე შევსებულია. პლეი ოფში გასულები არიან:

“ა” ჯგუფიდან “დინამო” და “ჰიუნდაი 1”. ბოლო ტურში სწორედ ეს გუნდები ხვდებიან და გაარკვევენ, თუ რომელი გავა პირველზე და რომელი მეორეზე.

“ბ” ჯგუფშიც ანალოგიური სიტუაციაა. “ზაზა 1” და “ვინგსი” 3-3 მოგებით, წაუგებლად ლიდერობენ და ხვალ ერთმანეთთან მატჩში გაარკვევენ, ჯგუფიდან პირველი ადგილით რომელი გავა. წაგებულიც, თავისთავან, პლეი ოფში მეორე ადგილიდან გავა.

“ც” ჯგუფში 3-დან 3 მოგების მქონე “ორბს” პლეი ოფი განაღდებული აქვს. ჯგუფიდან გამსვლელი მეორე ადგილისთვის ერთმანეთს 2 დეკემბერს “მართვე” და “ზაზა 4” დაუპირისპირდებიან. 

რაც შეეხება “დ” ჯგუფს, აქ თამაშები დასრულებულია და პლეი ოფში “ჰიუნდაი 2” და “აკადემია 1” არიან გასულნი.

შეგახსენებთ, რომ ტურნირის ორგანიზატორი გახლავთ თბილისის კალათბურთის განვითარების კავშირი, ხოლო მხარდამჭერი – საქართველოს კალათბურთის ეროვნული ფედერაცია.