თბილისის 18-წლამდელთა ჩემპიონატის ნახევარფინალისტები ცნობილნი არიან.პარასკევს, საკალათბურთო აკადემიაში “ჰიუნდაიმ” “ლომებს” სძლია, დღეს კი “მაკაბიმ” სამედიცინო უნივერსიტეტის გუნდს მოუგო და ის 4 გუნდი დაკომპლექტდა, რომლებიც ჩემპიონ-პრიზიორებს გამოავლენენ.
აღნიშნულ გუნდებამდე მეოთხედფინალის საგზურები “შსს-აკადემიამ” და “აკადემია” მოიპოვეს, რომლებმაც შესაბამისად “კარდინალი” და “მართვე” დაამარცხეს. ნახევარფინალური შეხვედრები 3 ნოემბერს, საკალათბურთო აკადემიაში გაიმართბა.
გამოვლინდა ის 4 გუნდიც, რომლებიც საქართველოს ჩემპიონატზე მოსახვედრი 2 ადგილისთვის იბრძვიან. ეს ის გუნდები არიან, რომლებმაც თბილისის ჩემპიონატის ჯგუფური ეტაპივერ დაძლიეს, ჯგუფში III-IV ადგილები დაიკავეს და ბრძოლას ქვეყნის პირველობაზე გასასვლელად აგრძელებენ.
საკვალიფიკაციო ტურნირში TBC-მ “ნიკეა 2”-ს მოუგო, ხოლო “ნიკეას” პირველმა გუნდმა “აკადემია 2” დაამარცხა. საკვალიფიკაციო ტურნირში დარჩენილი 4 გუნდიდან (TBC, “ნიკეა”, “არმია”, “მართვე 2”) თბილისის პირველობის საგზურს 2 მოიპოვებს. გადამწყვეტი მატჩები 3 ნოემბერს, საკალათბურთო აკადემიაში გაიმართება.