დღეს, საკალათბურთო აკადემიის დარბაზში სტარტი აიღო 2003 წელს დაბადებულთა თბილისის მინისაკალათბურთო ფესტივალმა. ტურნირი ბავშვთა და ახალგაზრდობის ეროვნული ცენტრის ორგანიზებითა და თბილისის კალათბურთის განვითარების კავშირის მხარდაჭერით ტარდება და მასში 9 გუნდი მონაწილეობს.
გუნდები 2 ქვეჯგუფში არიან გადანაწილებულნი. გუნდები ერთ წრედ ითამაშებენ, რის შემდეგაც გამოვლინდება 2-2 საუკეთესო, რომლებიც თბილისის ჩემპიონის გამოსავლენად ბრძოლას ნახევარფინალიდან გააგრძელებენ.
დღეს აკადემიის დარბაზში 4 მატჩი გაიმართა. იოლი გამარჯვებები მოიპოვეს „დინამომ“, „ჰიუნდაიმ“, „აკადემია 1“-მა და „ოვერტაიმმა“ აღსანიშნავია, რომ საკალათბურთო აკადემია ტურნირში 3 გუნდით მონაწილეობს.
მორიგი მატჩები აკადემიის დარბაზში ხვალ, 14 ივნისს გაიმართება.
13 ივნისი. საკალათბურთო აკადემია
აქსე – დინამო 26:50
ჰიუნდაი – მთიები 25:4
აკადემია 1 – აკადემია 3 58:12
აკადემია 2 – ოვერტაიმი 16:48