ოლიმპიურ სასახლეში მიმდინარეობს თბილისის ჩემპიონატი 16-წლამდელთა შორის, რომლის ორგანიზატორიც გახლავთ თბილისის კალათბურთის განვითარების კავშირი, ხოლო მხარდამჭერი – საქართველოს კალათბურთის ეროვნული ფედერაცია. დედაქალაქის საუკეთესო გუნდების გამოვლენასთან ერთად ტურნირი საქართველოს ჩემპიონატისთვის გუნდებს შეარჩევს. პლეი ოფში გასული 8 საუკეთესო ქვეყნის პირველობაზე გადაინაცვლებს.
თბილისის 16-წლამდელთა ჩემპიონატში 19 გუნდი მონაწილეობს, რომლებიც 4 ჯგუფში (5-5-5-4) არიან განაწილებულნი. პლეი ოფში თითო ჯგუფიდან 2 საუკეთესო გავა და სწორედ ეს 8 გუნდი მოიპოვებს საქართველოს ჩემპიონატის საგზურს და ბრძლას თბილისის საუკეთესო გუნდის გამოსავლენად განაგრძობს.
“დ” ჯგუფში, რომელშიც ყველაზე ცოტა – 4 გუნდია თავმოყრილი, თამაშები დასრულდა. პირველ ადგილზე გავიდა ჰიუნდაი 2, ხოლო მეორე ადგილი აკადემია 1-მა დაიკავა. ეს გუნდები პლეი ოფში გავიდნენ და სამეოთხედფინალო მეტოქეების ვინაობას ამ შაათ-კვირას გაიგებენ, როცა ჯგუფური ეტაპი დასრულდება.
პლეი ოფში გასვლა განაღდებული აქვთ ასევე ზაზას აკადემიის პირველ გუნდს და ვინგსს, რომლებიც “ბ” ჯგუფში 3-3 მოგებით ლიდერობენ და ბოლო ტურში ჯგუფის პირველი ადგილის მფლობელს ერთმანეთთან დაპირისპირებით გამოავლენენ. პლეი ოფშია გასული “ა” ჯგუფის წარმომადგენელი დინამოც, რომელმაც ჯგუფში დაგეგმილი 4 მატჩიდან 3 უკვე მოიგო.