დასრულდა თბილისის 16-წლამდელთა ჩემპიონატის ჯგუფური ეტაპი, რომლის ორგანიზატორიც დედაქალაქის კალათბურთის განვითარების კავშირი, ხოლო მხარდამჭერი საქართველოს კალათბურთის ეროვნული ფედერაციაა.
შეგახსენებთ, რომ ეს ტურნირი დედაქალაქის პრიზიორი გუნდების გამოვლენასთან ერთად საქართველოს ჩემპიონატის შესარჩევი ტურნირის ფუნქციასაც ატარებს. პლეი ოფში გასული 8 გუნდი ქვეყნის პირველობაზე ასპარეზობის უფლებას იღებს. შესაბამისად, ის გუნდები, რომლებიც ჯგუფებში 1-2 ადგილებზე გავიდნენ და პლეი ოფში გადაინაცვლეს, პარალელურად საქართველოს ჩემპიონატის საგზურებიც მიიღეს.
ეს გუნდები არიან: “ა” ჯგუფიდან დინამო და ჰიუნდაი 1. “ბ” ჯგუფიდან ზაზა 1 და ვინგსი. “ც”-დან ორბი და მართვე, ხოლო ბოლო ჯგუფიდან – ჰიუნდაი 2 და აკადემია 1. ისე მოხდა, რომ პლეი ოფის პირველივე წრეში, მეოთხედფინალში ერთმანეთს ჰიუნდაის სკოლის გუნდები შეხვდნენ. თუ როგორ გამოიყურება დანარჩენი წყვილები და როდის გაიმართება პლეი ოფის მატჩები წარმოდგენილ ფაილებში ნახავთ.