თბილისისა და საქართველოს მინისაკალათბურთო ფესტივალები 2002 და 2003 წელს დაბადებულთა შორის გაიმართება

თბილისისა და საქართველოს მინისაკალათბურთო ფესტივალები 2002 და 2003 წელს დაბადებულთა შორის გაიმართება

 

სეზონის დასკვნით ნაწილში ტრადიციულად გაიმართება ფესტივალი მინი კალათბურთში. აღნიშნული ტურნირი ჩატარდება როგორც საქართველოს, ისე თბილისის მასშტაბით. საქართველოს მინისაკალათბურთო ფესტივალს ორგანიზებას გაუწევს საქართველოს კალათბურთის ეროვნული ფედერაცია, ხოლო დედაქალაქის ფესტივალს – თბილისის კალათბურთის განვითარების კავშირი.
მიმდინარე წელს მინისაკალათბურთო ფესტივალში მონაწილეობა უწევთ 2002 და 2003 წელს დაბადებულ ბავშვებს. შესაბამისად, აღნიშნულ ასაკებში ცალ-ცალკე გაიმართება თბილისისა და საქართველოს მინისაკალათბურთო ფესტივალები (ჯამში 4 ტურნირი).
თბილისის მინისაკალათბურთო ფესტივალი სტარტს სავარაუდოდ მაისის შუა რიცხვებიდან აიღებს, რომლის შემდეგ აღნიშნური ტურნირი საქართველოს ყველა რეგიონის წარმომადგენლებისთვის გაიმართება.
საკალათბურთო სკოლებმა, რომლებსაც ჰყავთ 2002 და 2003 წელს დაბადებულ ბავშვთა საკალათბურთო გუნდები და სურთ ზემოთაღნიშნულ ფესტივალებში მონაწილეობა, გთხოვთ დაუკავშირდეთ საქართველოს კალათბურთის ეროვნულ ფედერაციას. მონაწილეობასთან დაკავშირებით განაცხადები მიიღება 21 მარტამდე.
მისამართი: კალათბურთის ეროვნული ფედერაცია. ჭავჭავაძის გამზირი 49ა.
ტელეფონი: 2913354