თელავმა რუსთავი დაამარცხა

თელავმა რუსთავი დაამარცხა

 

დღეს რუსთავში 16-წლამდელთა ჩემპიონატის ერთი შეხვედრა
გაიმართა. ,,რუსთავი2”-მა ,,თელავს” უმასპინძლა და მეტოქესთან ანგარიშით 54:72 დამარცხდა.

რუსთაველთაგან საუკეთესო 16 ქულით ნუგზარ ტაბაღუა გახლდათ, ხოლო 15 ქულითა და 13 მოხსნით
 ორმაგი დუბლი დავით ბარამიძემ შეასრულა. ,,თელავის”
რიგებში ორმაგი დუბლი ერთბაშად სამმა კალათბურთელმა შეასრულა: რევაზ ხაჩიძემ(24ქ.18მ),
გიორგი გურაშვილმა(17ქ.10მ) და ოთარ ამონაშვილმა(16ქ.14მ).