ზაზამ ფოთი დაამარცხა

ზაზამ ფოთი დაამარცხა

 16-წლამდელთა 
ჩემპიონატის მორიგი ტურის დასკვნითი შეხვედრა ფოთში გაიმართა, სადაც ადგილობრივმა
ფოთის ,,ირაომ“ საკუთარ მოედანზე ,,ზაზას“ უმასპინძლა და 49:77 დამარცხდა.
 შეხვედრის საწყისი ათწუთეული ,,ზღვისპირელთა“ სასარგებლოდ
წარიმართა, რომელთაც უპირატესობა მეორე მეოთხედშიც შეინარჩუნეს და დიდი შესვენებაზე
2 ქულიანი სხვაობით გავიდნენ – 27:25. სულ სხვაგვარი გამოდგა შეხვედრის მეორე ნახევარი,
სადაც სტუმრები აქტიურად ათამაშდნენ და მეტოქეს პრაქტიკულად შანსიც აღარ დაუტოვეს.
 ,,ზაზას“ 23ქულით იური ხალათიანმა ულიდერა,
როლო ორმაგი დუბლი თორნიკე რაზმაძემ შეასრულა, რომელმაც 20 ქულა და 10 მოხსნა დააგროვა.
ფოთის გუნდს 16 ქულა გიორგი გარუჩავამ შესძინა, ხოლო 14 ქულითა და 24 მოხსნით ორმაგი
დუბლი ჯანო ბერაიას ანგარიშზეა.  

16-წლამდელთა ჩემპიონატის მორიგი ტურის უახლოესი მატჩი
ქუთაისში გაიმართება. ,,ქუთაისი“ საკუთარ მოედანზე რუსთავი 2-ს – 16:00 საათზე დაუპირისპირდება.