ზაზას აკადემია თბილისის 16-წლამდელთა ჩემპიონატის ბრინჯაოს პრიზიორი გახდა

ზაზას აკადემია თბილისის 16-წლამდელთა ჩემპიონატის ბრინჯაოს პრიზიორი გახდა

საკალათბურთო გუნდი “ზაზას აკადემია” თბილისის 16-წლამდელთა ჩემპიონატის ბრინჯაოს პრიზიორია. ზაზა მუმლაძისა და ნიკა მსხალაიას გაწვრთნილმა გუნდმა მესამე ადგილისთვის მატჩში ვასილ ბერეკაშვილის “ორბი” 112:43 დაამარცხა და დედაქალაქის პირველობა პრიზიორთა შორის დაასრულა.

როგორც ანგარიშიდან ჩანს, ბრძოლა არ შედგა. ზაზას აკადემიელებმა დამაჯერებელი სხვაობით სძლიეს მეტოქეს და ბრინჯაოს მედლებს დაეპატრონნენ. გუნდის წევრები და მწვრთნელები მედლებითა და სიგელებით საქართველოს კალათბურთის ეროვნული ფედერაციის პრეზიდენტის მრჩეველმა, ზაზა ღონღაძემ დააჯილდოვა.

“ზაზას” შემადგენლობაში 25 ქულით ლევან ძინძიბაძე გამოირჩა. 17 ქულა ჰქოპნდა ილია ჭავჭანიძეს, ხოლო 13 – ლუკა მანაგაძეს.