ზაზას აკადმეიამ უშუალო კონკურენტი ბრუკლინი დაამარცხა | 16-წლამდელთა ჩემპიონატის ამბები

ზაზას აკადმეიამ უშუალო კონკურენტი ბრუკლინი დაამარცხა | 16-წლამდელთა ჩემპიონატის ამბები

16-წლამდელთა ჩემპიონატის უმაღლეს, A ლიგაში გუნდებმა ეკვადორი გადაკვეთეს და რეგულარული დასასრულისკენ მიდის. დაუმარცხებელი აღარავინაა. საკალათბურთო აკადემიამ ზედიზედ მოპოვებული 7 მოგების შემდეგ, 4 ივნისს ჩემპიონატში პირველი მარცხი განიცადა. აკადემიელებმა მოულოდნელად დინამოსთან წააგეს – თანაც დიდი სხვაობით – 51:75 (სტატისტიკა). ნიკა ცინცაძის გაწვრთნილმა გუნდმა პირველი წაგების შემდეგ რეაბილიტაცია მოახდინა და დღეს, თბილისი არენაზე ორბი 73:57 (სტატისტიკა) დაამარცხა. 

აკადემია B ჯგუფში პირველ ადგილზეა და სავარაუდოდ, არ უნდა გაუჭირდეს ამ ადგილის შენარჩუნება. მომდევნო – 1, 2 და 3 ადგილებზე მყოფ გუნდებს მოგებ-წაგებები თანაბრად აქვთ და დიდი ალბათობით, აკადემიასთან ერთად სწორედ ეს სამეული (ოვერტაიმი, თელავი, თბილისი ბასკეტი) გავა პლეი ოფში. მათ მდევარ ორბს 4 წაგებით მეტი აქვს და დარჩენილ 5 ტურში ამ სხვაობის აღმოფხვრა ფანტასტიკის სფეროა.

A ჯგუფში პირველ ადგილზეა ჰიუნდაი, რომელმაც დღეს, თბილისი არენაზე ჩემპიონატის მე-8 მატჩი მოიგო (1 წაგების წილ). ნიკოლოზ ჩერქეზიშვილის გაწვრთნილმა ჰიუნდაელებმა ვინგსი 97:45 (სტატისტიკა) დაამარცხეს. ამ ჯგუფში პლეი ოფში გამსვლელი 4 გუნდიდან 2 ცნობილია. ჰიუნდაის და რუსთავს მხოლოდ თითო წაგება აქვთ და პლეი ოფში გასვლაც შესაბამისად – გარანტირებული. 2 საგზურისთვის ზაზას აკადემია, ბრუკლინი და ქუთაისი იბრძოლებენ. ზაზამ  დღეს თბილისი არენაზე უშუალო კონკურენტი ბრუკლინი დაამარცხა – 95:79 (სტატისტიკა)

ზაზამ მეტოქეს მეორე ნახევარში აჯობა, მანამდე კი თანაბარი ბრძოლა მიდიოდა. მეორე ტაიმში აკადემიელებმა ტაქტიკა შეცვალეს. მწვრთნელმა როტაციას მიმართა, ლიდერობა კი თემურ ფატარიძემ იტვირთა, რომელიც ძირითადად ინდივიდუალური ოსტატობის ხარჯზე ლაშქრავდა ბრუკლინელთა კალათს. მას ფლანგებიდან დაზღვევაზე ჰყავდა ტანმაღალი ბიჭები – შიო შიოშვილი, ლუკა ლაცაბიძე, გიორგი ცაგარეიშვილი…

ზაზას აკადემიამ ამ მოგებით მე-3 ადგილზე გადაინაცვლა, თუმცა ბრუკლინი და ქუთაისი ახლოს არიან. ამ სამეულს გვარიანად ჩამორჩება ვინგსი, თუმცა საპლეიოფო ბრძოლაში ჩაბმის თეორიული შანსი გააჩნია.